ადვოკატი, ზურა თოდუა, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღევანდელი მძიმე დღის შუაგულში, საპატიმროში, პატიმრის ამოყვანის მოლოდინში, ერთმა ჩემმა პატივცემულმა კოლეგამ შემახსენა 2017 წლის ერთი საქმე იმერეთიდან, რომელზეც მაშინ ბევრი ვიხარხარეთ მაგრამ დღევანდელი სულ სხვა იყო – თურმე დღესაც ხარხარით იხსენებენ ამ ინსტანციაში ამ ამბავს. მიხარია და მეც ვხარხარებ.
2017 წლის გაგანია, მიშას აღზევებული პოლიციური რეჟიმია სასამართლოში. პოლიციელის ჩვენება კანონია მანტიაში გამოწყობილთათვის. ჰოდა, პოლიციელი იძლევა ჩვენებას, რომ ტიპი (ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი) გავჩხრიკე გაშიშვლებით და ტრუსიდან ჰეროინი გადმოუვარდაო, თანაც ეს ყველაფერი ვიდეოზე, ყოველი შემთხვევისათვის, გადავიღეო. ამ დროს ეს ფირი საქმეში არ იყო.
ბევრი ვიმაიმუნე და ეს ფირი მოვიპოვე (ფირზე ასახული იყო 25 წლის ჯანიანი მამაკაცის გაშიშვლება და მისგან ტრუსის ჩახდა და მის ფეხებთან რაღაც შეკვრის გაჩენა (ექსპერტიზამ დამიდგინა სწორედ ამ მომენტში წყვეტა და ვერ დაადგინა ამ ნივთის ვარდნის ტრაექტორია). შუამდგომლობა ფირის დათვალიერებაზე დააკმაყოფილა სასამართლომ.
ფირს ათვალიერებს სასამართლო ერთი მამაკაცისა და ორი ულამაზესი ქალბატონის შემადგენლობით (ერთ-ერთი გაუთხოვარი ყოფილა, დღესაც კი. მაშინ არ ვიცოდი, თურმე მთელი სასამართლო სისტემა ჩალიჩობდა მის დოაჯახებას, მაგრამ არ ემორჩილებოდა კოლეგა ქალბატონი მოსამართლეების ვერდიქტს- მწყრალად იყო და არის განწყობილი მამრების მიმართ)
ფირის დათვალიერების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ წყვეტაა და არ ჩანს ნარკოტიკის ვარდნის ტრაექტორია. შევნიშნე, რომ ამ ყველაზე არსებით გარემოებას მხოლოდ მამაკაცი მოსამართლე ათვალიერებს. გათხოვილი ქალბატონი მიშტერებია გაუთხოვარს და რაღაცას ეჩურჩულება. რადგანაც ჩემი კლიენტის ხსნა მხოლოდ სამივეს ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, მოვითხოვე ამ მომენტის ხელახალი ყურება. სასამართლოს თანაშემწემ შეასრულა ჩემი მოთხოვნა. მოვითხოვე, რომ ორივე ქალბატონს ენახა ბრალდებულის ხსნის მტკიცებულება. თქვენ არ მომიკვდეთ, ერთმა მაშინვე კიდევ ერთხელ ჩაღუნა თავი (იმან, გათხოვებას, რომ ეჩალიჩებოდნე) გათხოვილმა კი სიმწრით უყურა რამდენიმე წამიან პოლიციურ ბედოვლათობას) . . ..
დადგა განაჩენი, მერე რა რომ ფირი გაქვს, წყვეტაა, არ ჩანს ტრაექტორია, პოლიციელმა თქვა, რომ ასე იყო და ასე არისო – 17 წელი თავისუფლების აღკვეთა (სტარსბურგმა მიიღო ეს განაცხადი, მაგრამ 2012 წლის ამნისტიის შემდეგ კლიენტი თავისუფალია და არ გააგრძელა დავა).
ხარხარი რამ გამოიწვია? მეგობრები ხშირად მახსენებდნენ მომეყოლა თუ როგორ ვაიძულებდი ორ მოსამართლე ქალბატონს ეყურებინათ მამაკაცის გაშიშვლების კადრები.
ეს არაფერი, თურმე შიგნით სასამართლოში რა ხდებოდა ესაა უფრო სახარხარო – ის გათხოვილი გასათხოვარს ეჩურჩულებოდა თურმე – ე, გოგო ახლა მაინც ნახე ის საოხრე რასაც მაინც ვერ გადაურჩებიო. ის კი ჯიუტობდა და ამ პრინციპითა დღესაც”
რედაქციის შენიშვნა: მართალია, ბატონი ზურა, ორგან ტექსტში წერს, რომ ამბავი რომელსაც ჰყვება, მოხდა 2017 წელს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ახსენებს მიშა სააკაშვილს და შემდგომ 2012 წელს, სავარაუდოდ, გულისხმობს 2007 წელს!
კომენტარები