საქართველოს ბანკის შენობიდან, სადაც 12 მძევალია აჰყვანილი, კიდევ რამდენიმე ვიდეო ვრცელდება, ერთი ვიდეოს მიხედვით, სავარაუდოდ, მძევალი ესაუბრება შსს–ს წარმომადგენელს და ეუბნება:
“ადამიანო, შენ ქართველი ხარ, ვინცხა ხარ? ერთი შვილი მკვდარი მყავს, მეორესაც ნუ მომიკლავ… ამ ღვთისნიერ ადამიანს მიეცი თავისი, მოდი დროზე და ეს ხალხი მოაცილე კიდე ფანჯარას. ეს ადამიანი ჩვენ არაფერს გვიშავებს, მიეცი თავისი. მოიყვანე შენი ოჯახის წევრები აქ და დასვი, როგორია.”
ვრცელდება ასევე კიდევ ერთი ვიდეო, რომლის მიხედვითაც, თავდამსხმელს მძევლები მიჰყავს კართან და მათ აიძულებს უთხრას იქ მობილიზებულ სპეცრაზმს შემდეგი:
“თქვენ რომ გხედავთ, გვექცევა ცუდად, წადით, წადით და ერთი “პაჭკა” სიგარეტი მოგვიტანეთ, თუ შეიძლება.”
როგორც ჩანს, შენობის წინა მხარესთან სპეცრაზმი იმდენად ახლოს მივიდა, რომ თავმდამსხმელს შტურმის დაწყების შეეშინდა.
კომენტარები