საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე:
“ერთი რამე მინდა მოვყვე იმათთვის ვინც დღეს ისლამურ რადიკალიზმზე ღაღადებს.. 1991 წელს ჩამოვედი ევროპაში და ყველაზე საინტერესო რაც დამხვდა, იყო ბასკების ტერორისტული ორგანიზაცის “ეტა” და ” ირლანდიის რესპუბლიკური არმია” და იცით რას ქადაგებდნენ მათი ლიდერები და ადეპტები?… ჭეშმატიტ კათოლიციზმს, ქრისტიანობას და უფლის გზას, რომელიც თურმე ჩვენ, ჩვეულებრივმა მოკვდავმა ქრისტიანებმა არ ვიცოდით და მხოლოდ მათ რიგებში გაწევრიანების შემდეგ “შევიცნობდით”
არა და არც ერთს და არც მეორეს, ქრისტიანობასთან საერთოდ არაფერი არ აკევშირებდათ, ეს იყო ტვინგაყინულ ტერორისტთა სექტა, რელიგიას ამოფარებული რომლებიც ძალიან მარტივად “ავერბივკებდნენ” ახალგაზრდებს და მათ რადიკალიზაციას ახდენდნენ სულ რაღაც ორ-სამ თვეში..
ასეა ეს “ისლამური ტერორიზმიც” მათ მუსულმანობასთან, საერთო არაფერი, არ გააჩნით.. ესაა სექტა, რომელიც ძალიან ადვილად ურეცხავს ტვინს ახალგაზრდობას და იმ ისლამის სახელით მოქმედებს რომელმაც შექმნა უდიდესი კულტურა, მეცნერება, ხელოვნება, ლიტერატურა.. მარტო მედიცინის მამა ავიცენა (იბნ სინა) რად ღირს?.. აღარაფერს ვამბობ სპარსულ ლიტერატურაზე ხელოვნებაზე და ომარ ხაიამზე..
ასე რომ, მოდით დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი და ნუ გავაიგივებთ ამათ ნურც მუსულმანობასთან და ნურც ყურანთან.. სხვათაშორის ყურანში რაც წერია იმას ზუსტადაც რომ არ იცავენ ამ სექტის წარმომადგენლები…
PS.. სამწუხაროდ, და დღევანდელ ქალაქ არასის ტრაგედიაზე გამახსენდა ეს ყველაფერი.”
კომენტარები