ჟურნალისტი, ლაურა აბრამია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ასეთი სახით ვიცდიდი დღეს 1 საათზე ცოტა ნაკლები ვაჟა-ფშაველას 40 ში მდებარე “ევექსის” რეგისტრატურასთან, გეგმიური წამლების გამოსაწერად შევიარე… შესასვლელში შუბლზე მომადეს ეს რაღაც სიცხის გამზომი, ტემპერატურა 37 და 2 ხაზი გიფიქსირდებაო და ვერ აგიშვებთ ზემოთ, ოჯახის ექიმი აქ ჩამოვაო, ვდგავარ მოშორებით, ხალხი შემოდის, მომახტება ეს ქალბატონი ყოველი 2 წუთის გასვლის შემდეგ მომადებს შუბლზე, არა, სიცხე გაქვსო, მეუბნება, თანაგრძნობით მაგრამ პირს მარიდებს, ეეეჰ საწყალიო, ალბათ სიცილს ძლივს ვიკავებ ყოველი მისი მოახლოებისას…
რომ არ დაგღალოთ, 36 და 3 ხაზი აჩვენა ჩემმა თერმომეტრმა სახლში როცა მივედი, მხოლოდ დავიცადე და კაიხანს ვიყურყუტე იქ, დავემორჩილე ბოლომდე, რა ვიცი წავიდე, არ გამომეკიდონ მეთქი ვიფიქრე, არიქა პოტენციური კოვიდ-ინფიცირებული გაგვექცაო, არადა, მანამდე ბევრი ვიარე, მშიოდა, მწყუროდა და უბრალოდ დედა მინდოდა, დედა”
კომენტარები