ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე:
–ერთი საინტერესო ამბავიც მოხდა ამ დღეებში. რამდენიმე დასანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა თხოვნით მიმართა კანადის ფინანსთა მინისტრს, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან გვიშუამდგომლე, მოგვხსენით სანქციები და ომის შემდეგ დანგრეულ უკრაინას ჩვენ სრულად აღვადგენთო. ამ სიაში ისეთი გვარები არ შემხვდა, ჩვენმა საზოგადოებამ რომ იცოდეს. რას გაიგებ, რუსეთში იმდენი მილიარდერია. მგონი, ყველაზე მეტი მილიარდერი ჰყავთ მსოფლიოში. ეს ხალხი არ ითვლება პუტინის გარემოცვის წევრებად. ვნახოთ, რას გადაწყვეტენ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები. თუ ახსნეს სანქციები, მაშინ უკრაინის აღდგენის პროცესი უფრო დაჩქარდება. ისე, თუ ამ ოლიგარქებს მოსხნეს სანქციები, გარკვეული პირობებით მოხსნიან. პირველ რიგში, ბანკებში დაყადაღებული ფულის რუსეთში შეტანას და იქ ბიზნესში ჩადებას აუკრძალავენ. სხვა პირობებიც იქნება.
კომენტარები