საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, სევდია უგრეხელიძე:
,,ერთი შემთხვევა მომაგონდა. “ზვიადისტი” პატიმარი კოლონიაში ძალით გაპარსეს. სანახავად შევედი როგორც ოპოზიციური გაზეთის კორესპონდენტი( ჯერ ადვოკატი არ ვიყავი). კოლონიის უფროსმა თავის კაბინეტში შემახვედრა და ცივ-ცივი ბორჯომი დაგვიდგა. ზაფხულის ხვატი იდგა. იმ კოლონიაში პატიმრებს უწყლობით ტანჯავდნენ, მაგრამ იმან არ დალია-გასწია. ვეღარც მე დავლიე. ორივეს კი წყურვილი გვახრჩობდა, მაგრამ ღირსების ამბავი იყო. ჰოდა თუ მართლა ასე გძულთ, “გეების” კოკა-კოლა როგორ შეირგეთ ძონძებო? უბრალოდ, დაგეშილი, მათრახით მიქსეული ხროვა ხართ და ეგაა.”
კომენტარები