ემიგრაციაში მყოფი ვეტერანი, დავით ნემსაძე, სოციალური ქსელით, ლევან ვასაძეს მიმართავს:
“ღია წერილი ლევან ვასაძეს.
3 700000 ერში სადაც 1 000 000 უმუშევარია ხოლო 1 000 000 სოციალურად დაუცველი დასახმარებლად ხალხის მაწყევარი ქალის კაბა-პარიკში გადაცმული კაცი ფსევდონიმით ,,მადონას” მეტი ვერავინ ნახე?
200 მილიონის მფლობელი ხარ და ხალხს ფულს თხოვდი ანგარიშზე ჩამირიცხეთ ,,ჟამიანობის დროა და უპოვრებს შევეწიოთო”
ირკვევა რომ ამხელა ტრადიციული ,,რაინდი” თურმე ტრანსგენდერებისთვის ფულად დახმარებას აპირებ, დღეს საქართველოში გაეროს მონაცემებით 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, მათგან კი 300 ყოველ წლიურად შიმშილით კვდება.
გაჭირვებული ყველა ცოდვაა მაგრამ თვალთმაქცი და მლიქვნელი სიბრალულს არ იმსახურებს.
კოსტუმირებული მასკარადით დაიღალა ერი. ზოგი კაცი ქალის პარიკით და კაბით გვარწმუნებს რომ ქალია, ზოგი ქალი კი ჩოხა ახალუხით თავს რაინდად გვტენის.
ერში სადაც მამათმავალი ბალერონი ვახტანგ ჭაბუკიანი მთაწმინდაზე გვყავს დაკრძალული სექსუალური უმცირესობის დევნასა და შემწყნარებლობაზე საუბრები აქვე მთავრდება.
ტრანსგენდერი მადონას დეზედორანტით თავის დაწვის იმიტაციას ის ერი რეალურად ვერ მიიღებს ვინც სამოქალაქო დაპირისპირებისადმი პროტესტის ნიშნად, 1991 წლის 19 სექტემბერს, ახალგაზრდა ექიმის გია აბესაძის დამწვარი სხეული რუსთაველის გამზირზე იხილა.
ხალხიდან ნდობით ამოღებულ ფულს ურიცხავ ქალის ტანსაცმელში გამოწყობილ ფიზიოლოგიურ კაცს რომელიც სოციალურ ქსელში 2020 წლისთვის ქართველ მამაკაცებს, ახალგაზრდებს და განსაკუთრებით ბავშვებს სიკვდილს უქადის.
ის ტრანსგენდერი შენგან არაფრით განსხვავდება, ერთნაირად გიყვართ სცენები, სპექტაკლები, კოსტიუმირებული მასკარადები.
,,მადონა” ისეთივე ქალია როგორიც შენ რაინდი.
საქმე საქმეზე რომ მიდგება ქალივით ტირი და იმალები (ყველას გვახსოვს როგორ მიატოვე ვაკის პარკში შეკრებილი ხალხი).
ტრანსგენდერი მადონა კი კივის.
ტირილი და კივილი ერთგვაროვანი სიმპტომია ეტყობა ამიტომ ხარ სოლიდარული.
1991 წელს რუსთაველზე პროტესტის ნიშნად დამწვარი ექიმ გია აბესაძის ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი ეროვნული ხელისუფლების მტერს და პუტჩისტს არც უნდა გქონდეს ბოლო ბოლო ის ვასაძე ხარ ვისი მამაც ხალხს შარდის თერაპით ატკბობდა, რომელი ბაგრატიონ მუხრანელი შენ მყავხარ მაღალი ზნება მოგეთხოვოს.
დარბიხარ ყანდურებში და აშანტაჟებ ამ უნიათო ხელისუფალს საპატრიარქოს გავლენებით.
ხან წინდამქსოვია მარგველაშვილის კლასელობით ამაყობ და ხან მეუფე შიოს მეგობრობით გვამადლი თავს.
ქართულ ტრადიციებს ვაჭრულად იყენებ, მილიონერთა სკოლა გახსენი სადაც წლიური გადასახდელი 10 000 დოლარია.
პედაგოგად შენი პოლიტიკური მიტინგების აქტივისტი ყანდური დაასაქმე, რომლებიც აღდგომის ტაძარს აზერბაიჯანის ტერიტორიულ სიღრმედ აცხადებენ ასე უთეთრებ მოღალატე ანდრია ჯაღმაიძეს ფულს.
ერთი გაჭირვებული ობოლი ან მიუსაფარი ბავშვი არ მიგიყვანია იმ შენი ,,წმინდა მიხეილის” სასწავლებელში. ღარიბს როგორ გააბედიებ მდიდრის გვერდით ჯდომას.
თვალთმაქცობას მორჩი და ტრანსგენდერების მაგივრად შიმშილით მომაკვდავ ბავშვებს დაეხმარე.
მოეშვი ამ facebook ლაივების ყიდვას და რეკლამური ქველმოქმედებით სპეკულაციას, მწუხარე სახის რაინდივით ტირილს და გოდებას.
,,დონ კიხოდი” იმდენად დადებითი პერსონაა ვერაფრით ვერ შეგადარებ.
ისე ნამდვილი რაინდები პრიორიტეტულ რიგს ჯერ ბავშვებს უთმობენ, შემდეგ ქალებს ამის მერე ტრანს გენდერს კი არა თუგინდა ორთავიანი დრაკონების ფონდს შეწევნიხარ. ასეთია დახმარების გაცემის რიგითობა მეტადრე იმ ფულით რომელიც ხალხის სახელით ააგროვე.
#გააზიარეთ ნახოს, facebook აქტივობაში ამისგან განსხვავებით ფულს არ ვიხდი. რომც მქონდეს მაინც არ გადავიხდი, რადგან სხვა ბევრად ღირსეულ საქმეს მოვახმარ.”
კომენტარები