საესტრადო მომღერლისა და მსახიობის, თემურ წიკლაურის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა.
“ერთი წელი დიდი თემურის გარეშე.. ერმა დაკარგა – ადამიანი. მე დავკარგე სტიმულის სტიმული. თემო… „ათას ცოცხალსა ბევრჯერა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია“, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე.
“ერთი წელი გავიდა…” , – წერს ქეთი წიკლაური და ვიდეოს აქვეყნებს.
კომენტარებში წერენ:
“საქართველო თემურ წიკლაურის გარეშე განა რააა? ის ყოველთვის არის და იქნება ყველა ქართველის სულში და გულში. ჩვენი სიმდიდრე დაა სიამაყე საქართველოს არწივი. ასეთი ადამიანები ეხლა აღარ იბადებიან ნათელი და სანთელი მის სულსს. ბატონი თემური უკვდავია.”
“უფლის რჩეულო, ერის სიმდიდრევ და სიამაყევ, ერის უსაყვარლესო ვაჟკაცო აქ ხარ, ჩვენთან ხარ, ჩვენს გულებში ხარ მარად, გვიყვარხარ უზომოდ.”
თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. ის 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კომენტარები