აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
Happy Thanksgiving to all my Dear Friends! ❤
Thank you very much for everything, America! ❤… ზუსტად 28 წლის წინ, ერთი უბრალო თბილისელი ბიჭი მიმიღო ამერიკამ, მიმიღო და დამანახა თუ რისი მიღწევა იყო შესაძლებელი.
როცა გამიჭირდა, მანუგეშა; როცა შემეშინდა, გამამხნევა. უამრავი კეთილი ადამიანი დამახვედრა ყველა აღმართთან. თავი უცხოდ არ მაგრძნობინა. მასწავლა თავდაუზოგავი შრომა; მერე ის შრომა დამიფასა; ისე დამიფასა, რომ საკუთარი თავის პატივისცემა შემძინა.
შემინახა მშობლიური ენა, ფესვები და ადგილის დედა.
საკუთარ ნებაზე მიმიშვა; არჩევანის თავისუფლება მომცა; საკუთარი და სხვისი ღირსების პატივისცემა მასწავლა.
დიდი მადლობა, ამერიკა! ❤
——–
გიორგობას ვულოცავ საქართველოს!
ქართველების ყველაზე საყვარელი წმინდანის დღეს. როგორც ძველ ქართველ მეომრებს სჯეროდათ მისი მოულოდნელი დახმარებისა ყველაზე უიმედო ბრძოლების დროს, ისეთი რწმენა არ მოგვშლოდეს ჩვენი და ჩვენი ქვეყნისათვის უიმედო, გადამწყვეტ წუთებში.
ცხოვრების არსი მაინც არდანებებასა და ბრძოლაშია და არა სიკვდილის მშვიდობიან მოლოდინში.
ამ რწმენით გამზარდა საქართველომ და ისე გამიშვა დუნიაზე სახეტიალოდ.
დიდი მადლობა, საქართველო! ❤️
კომენტარები