გიორგი ჯავახაძე, ალია
ამასობაში, წულუკიანი კულტურასა და სპორტში ქვას ქვაზე არ ტოვებს, ვის რა პრინციპით ათავისუფლებს და ნიშნავს, გაუგებარია, თეატრის დირექტორთა ნაწილს მე დავნიშნავ, მეორე ნაწილმა კონკურსი გაიაროსო, მუზეუმებში მხოლოდ “ოცნების” მომხრეები უნდა მუშაობდნენო, პრემიებიც იმათ უნდა გადაეცეს, ვინც მე მინდაა. სხვათა შორის, “ქართული ოცნების” თანადამფუძნებლის, მწერალ მერაბ შათირიშვილის თქმით, მისი წიგნი “ანატორი” ჩააგდეს, არც წაიკითხეს და, თუ წაიკითხეს, ვერ გაიგეს, ან არ გაიგეს, ვინ არიან, რისი შემფასებლები, ქართული ლიტერატურა პრემიების სხვადასხვა გილიოტინაზე თავის წასხეპვის პროცესშია, ჯალათები ლიტერატორებად გვევლინებიან…” – ხოდა, რის გამო დასაჯეს მაგალითად, მერაბ შათირიშვილი? რა თქვა ისეთი, რაც ბიძინას მადიდებელ წულუკიანს არ მოეწონა, ნეტავი?
ამჯერად, წულუკიანი და ღარიბაშვილი ერთ გუნდში თამაშობენ, რადგან რეპრესიები ღარიბაშვილმა დაიწყო, ჯერ სამთავრობო გუნდში, მერე შსს-ში, ახლა ჯანდაცვაში და როგორც გვიყვებიან, დიდი სურვილი აქვს, სუს-იც მიაყოლოს. აი, კულტურა და სპორტი წულუკიანს გადაბარეს. მთავარი პრინციპია საჯარო სამსახურები აივსოს ბრმადმორჩილი, უენო კადრებით და ვისაც შეპასუხების სურვილი და შესაძლებლობა აქვს, მოიშორონ. მაგრამ წულუკიანი არც ისე საიმედო პარტნიორია, როგორც ღარიბაშვილს ჰგონია, იგი ბიძინას თვალი და ყურია, რათა თუ ღმერთი გაუწყრება პრემიერს და იმაზე მეტს წაიღებს, ვიდრე უფლება აქვს მიცემული, ვიღაცამ უსწრაფესად უნდა აცნობოს.
სხვათა შორის, წულუკიანს სწორედ ისეთი ხასიათი აქვს, როგორც ჩანს, ამიტომ მას არც ღარიბაშვილი ხიბლავს დიდად, მისი მომხვეჭელობის და დიდგულობის გამო, თუმცა, სხვა გზა არ აქვს, ჯერჯერობით იტანს. რაც შეეხება სუს-ს, სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, ერთი შეხედვით “ფუნთუშა” კაცს კი ჰგავს, იმასაც ამბობდნენ, რეალურად ის არ მართავს სუს-სო, მაგრამ ერთი უცნაური თვისება აქვს ლილუაშვილს, როგორც გვიყვებიან:
“ვისაც აითვალწუნებს, საფლავამდე მიჰყვება, თუ გაცხარდა, მერე არც სუს-ი აინტერესებს და არც სახელმწიფო, შეიძლება თავის ჯიბრს ყველა და ყველაფერი გადააყოლოს. ცოტა ხნის წინ, ისეთ ადამიანს აუხირდა, რომლის პასუხმაც მერე, სახელმწიფო უწყებები ათჯერ მეტად დააზიანა, მაგრამ მას არ აინტერესებს, მთავარია, გული მოიოხოს… ამიტომ ინახავს ბოლოსთვის ღარიბაშვილი სუს-ის რეორგანიზაციას, ჯერ უნდა რომ მოძლიერდეს. სხვათა შორის, ღარიბაშვილი იმაზე მეტად მოძლიერდა, ვიდრე ვინმეს ჰგონია და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ მიუხედავად დევნილი მამაკაცის თვითმკვლელობისა, დევნილების პრობლემა არ გადაჭრილა. ამით ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ აჩვენებს მომხრეებს, რომ ის ძლიერი და მას ყველაფერი შეუძლია, ხალხის ქუჩაში დატოვება და თვითმკვლელობამდე მიყვანაც შერჩება. რაც მეტად ძლიერდება ღარიბაშვილი, მით მეტად სანახაობრივი იქნება მისი დაცემა. ამბობენ, რომ ივანიშვილს არ უყვარს მოძლიერებული პრემიერები და ამიტომ უშვებს ერთ ღამეში. სინამდვილეში, ივანიშვილი მოთამაშეა, სვრის, აძლევს დიდებით, ფულით ტკბობის საშუალებას და როცა ფიქრობს ადამიანი, აი, მორჩა, საკუთარ ფრთებს ვშლიო, მერე უყურებს, როგორ ენარცხება მის ფეხებთან. აქვე გეტვით იმასაც, რომ ღარიბაშვილმა გადაიბარა ოდესღაც გახარიას დაქვემდებარებაში მყოფი სამხარაულის უწყებაც და არც ესაა ნაკლები ბერკეტი. სამხარაული მხოლოდ გვამებს კი არ კვეთს – დევნილთა არაერთი საცხოვრებლის გარემონტება-შეკეთებაში დახარჯა სახელმწიფომ მილიონობით ლარი, თუმცა, რეალურად, რემონტი ხარისხიანად არ შესრულდა და 1-2 წელიწადში ჩამოიშალა შეკეთებული ნაწილები. მიუხედავად იმისა, რომ ხარისხიანად არ შესრულდა სამუშაო, ყველა შესრულებული სამუშაოს შემდეგ, სამხარაული დასკვნას დებს, რომ სამუშაო ხარისხიანად შესრულდა. რამდენიმე მილიონს რომ გადაიხდი სახურავის შესაკეთებლად და ის სახურავი დაგენგრევა 1 წელიწადში, ეს ხარისხიანი შესრულებაა? რამდენიმე მილიონი რომ დაიხარჯა საცხოვრებელზე, სამხარაულმა რომ ჯერ “გააპრავა” დახარჯული მილიონები, და მერე იგივე სამხარაული 1 წელიწადში რომ წერს ახალ დასკვნას, სახლი საცხოვრებლად უვარგისიაო – რანაირად ხდება ეს?ì – გვეუბნება წყარო.
კომენტარები