გიგა ბოკერიას განცხადებიოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება არ იგეგმება.
„ეს შემიძლია გითხრათ ძალიან მკაფიოდ, რომ არ განიხილება“, – თქვა ბოკერიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
მეტიც, ბოკერიამ გამორიცხა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი სიით გავიდეს. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, „ეს არ განიხილება საერთოდ“.
რაც შეეხება გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ბოკერია ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს“ პარტიული საკითხები სააკაშვილთან კომუნიკაციით არ წყდება.
კომენტარები