ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, კახა ალადაშვილი კახა კალაძეს მიმართავს:
„ერთხელ დავწერე, შენი გუნდელი რომ მქვია, მრცხვენია-მეთქი. ამაზე მეტს მეგონა აღარ გეტყოდი, მაგრამ უკვე მე კი არა, მთელ უკრაინას შერცხვა შენი. ფინანსურზე დიდი და მძიმე სანქცია ესაა. უღალატე ქვეყანას, რომელმაც ყველაფერი მოგცა, მაგრამ ეს კიდევ არაფერია, შენ საკუთარ სამშობლოსაც უღალატე.“
შეგახსენებთ, მაშინ კალაძემ ალადაშვილის განცხადებას ასე უპასუხა:
„მე არ ვიცი კახა ალადაშვილი სად თამაშობდა. მე რუსეთში არ მითამაშია. ის ალბათ, „ფლეისთეიშენს“ თამაშობდა“ (9 მაისი, 2024 წელი)
ფოტოზე, ზემოდან პირველ მწკრივში, მარცხნიდან მესამე, კახა ალადაშვილია
კომენტარები