კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„მიყვარს იუბილარი! მიუხედავად ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ინსტიტუციის მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულებისა, მახსოვს მასთან დაკავშირებული (ჩემი მიმართებით) მისტიური თავგადასავლებიც! და მიყვარს მისი “ავე მარია” ჩემი გაორკესტრებით… ძალიან უხაროდა და მოწონდა…
ერთხელ მითხრა (პირადად, თუმცა რამდენიმე სასულიური პირის თანდასწრებით), რომ რუსეთი სატანას ემსახურება და ყველაზე დიდი მტერია საქართველოსი! საკმაოდ ხ მ ა მ ა ღ ლ ა და აზრის მიმართ ღრმა რწმენით“.
კომენტარები