პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი:
“ვიღაცას რომ გალანძღავ, მერე შეგრცხვება და წაშლი. ვიღაცას რომ გააკრიტიკებ, მერე მიხვდები, რომ უსაფუძვლოდ გააკრიტიკე და წაშლი. ვიღაცას რომ დასცინი, მერე იფიქრებ არ ვაწყენინოო და წაშლი. მაგრამ სამძიმარს რომ გამოხატავ, დაპოსტავ და მერე ამ სამძიმარს წაშლი… რა ვიცი, რად გინდა ეგეთი ცხოვრება, შენ მწუხარებასაც თუ ვიღაც ზემოდან განსაზღვრავს და ცრემლსაც მისი კარნახით ღვრი. ერთ-ერთ გამგებელს გაუკეთებია ასე – დაღუპული მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა და მერე წაშალა პოსტი. წაშალა რა, წააშლევინეს. მაგრამ კარგიც დავინახოთ რაღაც – თავიდან მაინც ადამიანობამ ამოიღო ხმა მასში და მხოლოდ შემდეგ იმარჯვა პარტიულმა მუშაკმა.”
კომენტარები