სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, რომელზედაც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანში, საოლქო კომისიის შენობასთან ჯერ სცემეს და შემდეგ კი პოლიციამ დააკავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“დიდი მადლობა ყურადღებისთვის
ყველას გიპასუხებთ აუცილებლად.
ის მოხდა, რასაც ყველა ველოდით, “ჭყიპინამ” ზონდერ-ჯგუფი მოქმედებაში მოიყვანა.
ე.ი რა მოხდა – საოლქო კომისიაში ვიცავდი ქართული ოცნების ხმებს, ვიცავდი ვერაგი ოპოზიციონრებისგან, გარეთ შეკრებულ ჯგროს მოვუწოდე, კომისიისთვის მიეცათ მშვიდად მუშაობის საშუალება – ამ დროს, ყველა მხრიდან, ჩემთვის უცნობი პირები დაიძრნენ, ერთ-ერთმა ყელში მომიჭირა, დანარჩენები მირტყავდნენ თავის არეში მუშტებს და წელის არეში – ფეხებს, ალბათ 15-20მდე ადამიანი.
აი, ეს მოხდა რეალურად.
ეჭვი მაქვს, იქ მყოფი ოპოზიციური ტელეარხები რეალობას სხვაგვარად დახატავენ. ამიტომ ვწერ ამ პოსტს.
პასუხი აუცილებლად იქნება, აუცილებლად !
რაც შემეხება – უკეთ ვარ, ნუ ნერვიულობთ. ბრძოლა გრძელდება სრულ გამარჯვებამდე”
კომენტარები