ეკონომიკის ექსპერტი, ვახტანგ ჭარაია, “ტვ იმედთან” პრემიერის ახალ ინიციატივას ეხმაურება და ამბობს:
“მნიშვნელოვანი ინიციატივაა და შეიძლება ითქვას, ხდება სოციალური შემწეობის გაცემის ფორმის გადახალისება. კონკრეტული პიროვნება, რომელიც თავის მუნიციპალიტეტში, თავის სოფელში ან დასახლებაში იშრომებს თავისი კეთილდღეობისთვის და მიიღებს ხელფასს და არა შემწეობას, ჩემი აზრით, ესაა ღირსეული ფორმა, რომლითაც უნდა რიგდებოდეს სოციალური შემწეობა. ეს ყველაფერი ადამიანებს მისცემს მოტივაციასაც, რომ რამდენიმე სამსახური იშოვონ, შეიძლება ეს არ იყოს მუდმივი სამსახური, მაგრამ ყოველთვისაა დასაქმების შანსი“
ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა: „ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ – დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია“
კომენტარები