გადაცემაში ,,ნოესთან” წამყვანის კითხვაზე, ნაკრებში განსაკუთრებული მეგობრობა ვისთან ჩამოუყალიბდა, ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა განაცხადა, რომ მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება გიორგი ქოჩორაშვილმა დატოვა.
„ამ მცირე პერიოდში ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება გიორგი ქოჩორაშვილმა დატოვა. პირველ რიგში იმიტომ, რომ გამაკვირვა თავისი პროფესიონალიზმით, თუ როგორ უვლის თავს, როგორი ადამიანია და მეორე მხრივ, ის მე მისმენდა. ერთადერთი იყო, ვინც თვალანთებული, თვალებში მიყურებდა, რომ რაიმე დაეტყუა ჩემგან სასიკეთო თავისთვის და წაეღო.
ეს ადამიანი არის სრული პოზიტივი და მომართულია თვითგანვითარებისკენ. ძალიან გამიკვირდა. ჩემზე ასაკით ძალიან პატარაა. მოედანზეც შესანიშნავია“
კომენტარები