ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა, სტრასბურგში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე განაცხადა:
“ჩვენ ვიცით, რამდენად უნდა ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობა და ამ მისწრაფებას აქვს ერთი დაბრკოლება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია. ეს ადამიანი საქართველოს მოსახლეობისთვის ახალ და ახალ პრობლემებს ქმნის. ჩვენ ვიცით, რომ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ ციხეში არიან… ამიტომ ცდილობდნენ მიეღოთ ეს რუსული კანონი, რომელიც იყო პროვოკაცია საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომელიც არის საქართველოს მოქალქეების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ამ დღეებში ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, ” ევროაპრლამენტმა თავის თავს მიხედოსო”.. ვფიქრობ, რომ ეს პროპაგანდა კრემლის პროპაგანდის ანარეკლია, თუმცა მიუხედავად მსგავსი პროპაგანდისა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის გვერდით დგომა”
კომენტარები