უკრაინული ტელეკომანია “უკრაინა 24“-ის პირდაპირ ეთერში მეტად საინტერესო ფორმაში ჩაერთო საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ამ ქალაქის საკურორტო სასწაულად გადაქცევა დააანონსა, ლევან ვარშალომიძესთან ერთად, რომელიც მარიუპოლში ჩაიყვანა და თქვა, რომ ეს “ახალი სასწაული იქნება.
მან ზღვაში გაცურა, საიდანაც ჩართვამდე ცოტა ხნით ადრე გამოვიდა და თქვა:
“მარიუპოლი ბათუმის მსგავს ახალ სასწაულად უნდა ვაქციო, რაც კი აშენებულია ბათუმში, ლევანის და ჩემი აშენებულია. აქ მარიოპოლიშიც ვხედავ ასეთივე გადასარევ შესაძლებლობას ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად.
გაიხსნება სასტუმროები, რესტორნები და ა.შ. ძალიან კარგი და საქმიანი მერია ჰყავს ქალაქს, რომელიც ახლა აშენებს ფუნიკულიორს. გაძლევთ სიტყვას, რომ აქ მარიუპოლიში 2 წლის შემდეგ არავინ გაიხსენებს ომსა და სროლას, ყველა ილაპარაკებს იმაზე, რომ მარიოპოლი ყველაზე მაგარი, ტურისტული ადგილია უკრაინაში”
მარიუპოლი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, აზოვის ზღვის სანაპიროზე, მდებარეობს დონეცკის ოლქში.
კომენტარები