ადვოკატი ვასილ მამულაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“მოკლედ.. დღეს 16.01.2019 წელს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ განიხილა ადვოკატი მარიამ კუბლაშვილის საჩივარი, რითაც იგი ითხოვს ჩემს მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას და ასევე ბოდიშის მოხდას (თუმცა გაურკვეველია რომელ ნორმაზე მითითებით..)
საქმეს იხილავდნენ ადვოკატები: ია გაბედავა, ირაკლია კორძახია და ინგა სეხნიაშვილი (თავჯდომარე).. განხილვის დასრულების შემდგომ პირველად ვინანე, რომ ამ ხალხის მიმართ შევეცადე ჩემი საჯაროდ გამოხატული აზრის დასაუბუთებას.. ეს ის ხალხია, რომლებიც საერთოდ “მოწყვეტილნი არიან სამართლებრივ სივრცეს..” (სამართლებრივი გაგებით) მაგალითად.. უნდა აღვნიშნო, რომ ირაკლი კორძახიას შენარჩუნებული ჰქონდა გარკვეულწილად სახე, თუმცა მას ჰქონდა გასაკვირი შეკითხვები, რომ თუ მარიამ კუბლაშვილი შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს (თოდაძეს) რატომ იყო ეს ადვოკატისთვის შეუფერებული თუ მას დაცვის ეს სტრატეგია ჰქონდა.. (სრული აბსურდი)..
მთხოვდნენ პასუხს შეურაცხყოფა დაზარალებულის რატომ არ ჯდებოდა ეთიკის ნორმებში… მან ასევე არ იცოდა რომ სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებული არ არის მხარე..(გაბედავამ უკარნახა, რომ მოწმის უფლებები გააჩნია).. ეთიკის კომისიის წევრი ადვოკატი ია გაბედავა ხომ საერთოდ მოწყვეტილი იყო რეალობას, ჩემს საჯარო პოსტზე, რომ ,,100 თაღლითი ადვოკატი ვერ მიაყენებდა ასოციაციას იმხელა ზიანს, რასაც მარიამ კუბლაშვილი აყენებდა დაცვის პროცესში” ია გაბედავამ დასვა შეკითხვა ამ 100 ადვოკატს რატომ მიაყენე შეურაცხყოფაო !!! ჯონტექსტსაც ვერ ჩაწვდა ქალბატონი იმ დრომდე სანამ კორძახიამ არ ანიშნა მაგალითად მოჰყავდაო!.. მაგრამ მაინც ვერ მიხვდა გაბედავა ამას.. იგივეს იმეორებდა მრავალგზის..
ია სეხნიაშვილმა განაცხადა, რომ მართალია კუბლაშვილმა მოგაყენა შეირაცხყოფა 2 კვირის შემდეგო.. (კობაიძესთან და გირგვლიანთან ერთადო)მაგრამ შენი პოსტის შემდგომ გააკეთა ესო და ასე რომ.. რა პრობლემაოო (სამაგიერო გადაგიხადაო)
ხოდა თქვენი სანართლიანად განხილული საქმის რა ვთქვი.. მე შევცდი, რომ მანდ მომიწია გამოცხადება.. თუმცა ასოციაციას ვეცი პატივი.. (რატომღაც) თორე რა მახინჯი რეგილირებაა, რომ კოლეგები იხილავენ ადვოკატის საქმეს, ვის შესახებაც (არა ყველას) საერთოდ არ ვიცით მათი კომპეტენტურობისა და კვალიფიციურობის დონე.. ამასთან გინახავთ სადმე კოლეგამ კოლეგის პროფესიული ეთიკის დაცულობა შეამოწმოს.. თან ამ ფორმით..
და ბოლოს ჩემს შეკითზვაზე.. კუბლაშვილი, რომ ბოდიშის მოხდას ითხოვს საჯაროდ მეთქი, ეს არაა ჩვენიც კორპუსისთვის სამარცხვინო მეთქი? (ვინაიდან ასეთი მოთხოვნის ფაქტობრივლ სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს) წევრებმა განაცხადეს, რომ ეს მათი საქმე არ არის.. ეს საჩივრის ავტორის საქმეა..
თუ ჩემს საჯარო პოსტში წამოჩინდება კანონისა და ეთიკის ნორმების დარღვევა.. და ვერ ჩაწვდება ასოციაცია ჩემი მიმართვის მოტივაციას და არს.. აჯობებს გაფრფიხლების თუ სარეკომენდაციო ბარათების ნაცვლად შემიწყვიტოთ ადვოკატის სტატუსი.. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ადამიანს არ აქვს სიტყვისა და გამოზატვის თავისუფლების უფლება მით უფრო სიტყვის, რომელიც მომართულია ადვოკატყა კორპუსის რეპიტაციის დაცვისა და ამაღლებისკენ!…
ხოდა თუ ესეა.. გამოიტანეთ გადაწყვეტილება და წარმატებები დავით ასათიანს ამ ლამაზი და კარგი სისტემისთვის!
დღეს ისეთი სიტუციაა ეთილის კომისიაში.. ამ პოსტის გამოც შემომოტანენ საჩივარს სამოვე ადვოკატი ეთიკის კოდექსის მე-7 და მე-10 მუხლების შესაძლო დარღვევის საფუძვლით – კოლეგოალობის პრინცილის დარღვევის საფუძვლით.. (და ან თავად ან მათი კოლეგები განიხილავენ მათ საჩივრებს ჩემს მიმართ)……… მრავალწერტილი.. “
კომენტარები