ამ წუთებში, პარლამენტის შენობასთან აქციაა, ადამიანები აპროტესტებენ რუსული კანონის განხილვას პარლამენტში. აქციაზე იმყოფება ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, რომელიც ამბობს:
თუ მათ მიიღეს გადაწყვეტილება რომ წასულიყვნენ ქართველი ხალხის და ქართველი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, მაშინ იმის ვაჟკაცობას ეყოთ, ეს გააკეთონ პირდაპირ, ყოველგვარი შეფარების გარეშე, ამიტომ ნუ არქმევენ ამ კანონს რაღაცეების სახელს, ეს არის კანონი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ქართველი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. მიიღებენ მეტ პროტესტს. ეს აღარ არის ლეგიტიმური პარლამენტი, ეს არის პარლამენტი, რომელიც აღარ ზრუნავს ამ ქვეყნის განვითარებაზე. მინდა მივმართო ყველას, ეს ადამიანები აღარ უსმენენ არავის, ესენი როგორც ჩანს, ითვლიან მხოლოდ თავებს, ამიტომ ყველა გამოვიდეს, დღეს წყდება ამ ქვეყნის კურსის საკითხი – მივდივართ რუსეთისკენ, თუ მივდივართ ევროპისკენ.”
კომენტარები