ყოფილი პარლამენტარი, დავით დარჩიაშვილი:
„ახლა ვუსმენ, თუ რა მოუვიდა მიხეილ სააკაშვილს ციხეში ყოფნის მანძილზე. ჩემთვის ეს დეტალები, რაც ამერიკელი ექიმის ჩვენებით ირკვევა, აქამდე მხოლოდ ზოგადად თუ იყო ცნობილი. მაგრამ ვისაც ეს უშუალოდ ეხება – ივანიშვილით დაწყებული, პენიტენციური დაწესებულების კონკრეტულ მოსამსახურეებით დამთავრებული – მათთვის ხომ ყველაფერი, მინიმუმ, ცოტა ადრე გახდა ცნობილი? გამოდის, რომ მათ უკვე შეგნებულად ჰქონდათ დაწყებული პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა მესამე პრეზიდენტის წამებით მკვლელობაში. ეს აღარაა მხოლოდ ტანჯვა/წამება. ესაა წამებით მკვლელობა, რაც მყისიერ ანგარიშსწორებაზე უფრო მძიმე დანაშაულია. ახლა არა, მაგის ილუზია არ მაქვს, მაგრამ როდესაც იქნება, ყველა მათგანი აღმოჩნდება ბრალდებულის სკამზე და, დიდი იმედია, რომ არც დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა იმუშავებს მათ სასარგებლოდ, არც პოლიტიკური მიზანშეწონილობა.“
კომენტარები