ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ოლიგარქიული რეჟიმის კრიტიკას, “ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და ევროპელი პოლიტიკოსები გაზულუქებულ, კორუმპირებულ ბიუროკრატებად მოიხსენია, რომლებიც მისი თქმით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თემით აშანტაჟებენ.
„მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ზოგიერთ ევროპელ გაზულუქებულ, კორუმპირებულ ბიუროკრატს, რომლებიც შანტაჟის ენით ესაუბრებიან ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ. გინდ ევროინტეგრაციის საკითხით გვაშანტაჟონ, გინდაც პირადად, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა. ჩვენ მსგავსი რეზოლუცია ბევრი გვინახავს, შანტაჟიც ბევრი გვახსოვს. ჯერ კანდიდატის სტატუსის თემით გვაშანტაჟებდნენ, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნის თემით, ახლა კი, ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების შეთანხმების საკითხს იყენებენ. ევროპელი ბიუროკრატები, რადიკალურ დაჯგუფებებთან ერთად, დამარცხდნენ არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა არა. სწორედ ეს აგიჟებთ და ამიტომ გვაშანტაჟებენ“, – განაცხადა კალაძემ.
კომენტარები