უფლებადამცველი, თამარ იარაჯული:
საჯარო წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს თბილისის მერს და ჯანდაცვის მინისტრს,
მოგესალმებით, მე გაბრიელ ნიშნიანიძის დედა თამარ იარაჯული მოგმართავთ როგორც სახელმწიფოს მართველებს და პასუხისმგებელ პირებს,გაბრიელის პირველადი დიაგნოზი აუტისტური სპექტრია,აუტიზმთან ერთად ვცხოვრობთ უკვე 13 წელია მაგრამ აუტიზმთან ერთად ბავშვს აქვს უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც წლებია ვერ დადის და ხშირად აცდენს სკოლას თერაპიებს რაც მის განვითარებას კიდევ უფრო მეტად აფერხებს სულ რამოდენიმე თვის უკან ბავშვს დაუდგინდა ხოლედოხის კისტა.წლები დაგვჭირდა ამ დიაგნოზის დასადგენად, წლები ყველა ირწმუნებოდა ფსიქიატრების გარდა, რომ ეს იყო აუტიზმის ბრალი! ბავშვი განადგურდა ფსიქიკურად და ჯანმრთელობით მთელი ექვსი წელი სანამ არ მივედით იქამდე რომ საკუთარი გადაწყვეტილებით გადავუღე მუცლის კომპიუტერული კვლევა, რომელმაც დაადასტურა დიაგნოზი და ვითხოვდი დაუყოვნებლივ ოპერაციას, რადგან იწყებოდა ცეროზი! ამის შემდეგ თავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწვეულმა კონსილიუმმა თქვა რომ აუტიზმის გამო რეანიმაცია ვერ აიღებდა თავის თავზე ოპერაციის შემდგომ მკურნალობას და გაგვიშვით თურქეთში. ოპერაციამ და ამ ყველაფერმა ჩაიარა ალბათ როგორ წარმოდგენაც არ გაქვთ, რადგან მისი ფსიქიკური მდგომარეობა უფრო დამძიმდაეს იყო ურთულესი ოპერაცია, რომელიც საუკეთესოდ გააკეთეს თურქეთში მაგრამ შემდგომი პერიოდი ჭირდებოდა რეაბილიტაცია, მუდმივი ყურადღება და ისევ გამწვავებული მდგომარეობით მუცლის ძლიერი ტკივილებით მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს კონსილიუმისთვის რაზეც პასუხი მოგვწერეს სადაც ოპერაცია გაკეთდა იქ უნდა მომხდარიყო ისევ გადამოწმება და გაგვიშვეს ისევ თურქეთში რაზეც ვუმკურნალეთ და საუკეთესო შედეგით ვართ დღეს ამ ოპერაციის შემდგომ, მაგრამ ერთ დილას ოპერაციიდან ექვის თვის შემდეგ გაბრიელმა დილით გაიღვიძა და ჰიპერაქტიული ბავშვი, რომელიც დარბის დილიდან ვერ გაიარა! რეფლექსები ჰქონდა მაგრამ ორივე ფეხს გეგონება დაკიდეს სხეულზეო ისე დაათრევდა ოჯახს გვეგონა რომ რამე ტრამვა ჰქონდა, რადგან სულ დარბის და მიარტყა რამეს თუმცა გადავიღეთ რენტგენი და მხოლოდ სითხეები აღმოჩდა სახსრებში, რაზეც დავიწყეთ კვლევა და პირველადი პასუხი ემერტეს კვლევით დიაგნოზის აზრები გაიყო აღმოჩნდა, რომ ზურგის ტვინის შებოჭვა ჰქონდა სავარაუდოდ,თურქეთში გადაგზავნის შემდგომ ოპერაცია გვითხრეს და საქართველოში დაკვირვება და გადამეორება კომპიუტერული კვლევით,მოკლედ აქ ვერ დავწერ ბავშვის ეხლანდელ გამწვავებულ მდგომარეობას იმდენად არ მინდა ბავშვის პირადი ისტორიის მოყოლა, მაგრამ არც კი ვფიქრობდი იგივე კვლევაზე რომ თავად გაბრიელს არ დაწყებოდა ის რაც ამჟამად ერთი თვეა დაეწყო და გავაკეთეთ უამრავი კვლევა ანალიზები და ისევ მივედით ამ ზურგის ტვინის შებოჭილობის საფრთხეზე, რომელსაც აქვს ყველა ის გართულება რაც ამჟამად აქვს გამოხატული კლინიკურად დავიწყეთ ისევ აქ საქართველოში დიაგნოზზე და მდგომარეობის შეფასებაზე სიარული, რადგან არ არის ასე მარტივი თურქეთში სიარული და ისევ პასუხია რომ სავარაუდოდ ამ ეტაპზე აუტიზმის გამო და ისევ დაკვირვება და ამ დროს შეიძლება ჩემმა შვილმა ერთადერთი რაც მას შეუზღუდავი აქვს სიარული ერთ დღეს ვეღარ შეძლოს გესმით რა არის ეს!! ეს ამ ასაკში ნიშნავს სიკვდილს ოღონდ არ ვაჭარბებ როგორც დედა.ამასობაში თურქეთის ორ სტამბულში მოღვაწე საუკეთესო ექიმებს გავუგზავნეთ და ისინი გადაჭრით ერთი ოპერაციას და მეორე ჩაყვანას და ადგილზე შეფასებას და შემდგომ რას გადაწყვეტს კი გაიგებთ ანუ ბავშვის დაკვირვება ჰაერზე კი არა დამატებით კვლევა დიაგნოზი და შესაბამისი ზომების მიღებას მთავაზობენ,ეს მოვყევი მოკლედ რაც შემეძლო გაბის ისტორია ამჟამინდელი ჯანმრთელობის რასაც ორშაბათს განცხადების სახით შევიტან ჯანდაცვის სამინისტროში და ასევე პრემიერის კანცელარიაშიპირდაპირ და საჯაროდ ვწერ ვინც ამას იტყვით რომ უიმე უკვე სამჯერ გაუშვეს და რა ქნას ამ ხელისუფლებამიცით რას ნიშნავს აუტისტი ბავშვის ოპერაციის და ოპერაციის შემდგომ უცხო გარემო ყველა ჯერზე ვკდები თქვენ ფულს განიხილავთ?მე სიცოცხლე მინდა შვილის ხოდა აი აქ და მერე პირადად წერილობით მოგმართავთ აიღოს საქართველოს სახელმწიფომ პასუხისმგებლობა, რომ ბავშვს არაფერი ჭირს მოიწვიოს კონსილიუმი დაუკავშირდეს თურქეთის ამ კლინიკებს წერილში დავურთავ კლინიკების სახელს სადაც თქვეს ოპერაცია დაუკავშირდით, გაარკვიეთ აღმოუჩინეთ აქ ან იქ ყველა საჭირო დახმარება! ბავშვი არის უმძიმეს მდგომარეობაში ყოველ დღე ემატება ახალი გართულება ან დამიწერეთ კონსილიუმის დასკვნა რომ პასუხისმგებლები ხართ დღეს, ხვალ ან მომავალ წელს ბავშვი არ დაკარგავს კიდურებს და ივლის! სხვა გართულებებზე არ ვწერ აქ საჯაროდ თავად იცით მე ვარ მარტო ამ ჩემი შვილის მდგომარეობით “მარტო” რადგან სახლში ქმარი ნაიფაქტარია და დიაბეტიკი შვილებს არ მინდა ვანერვიულო და უკვე მეც სიკვდილის პირას ვარ მე გაბის ვჭირდები ძალიან ძლიერი ორშაბათს დაუყოვნებლივ შემხვდით მე არავის მტრობა არ მინდა და არც არანაირი ინტერესი არ მაქვს გარდა შვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობისა თქვენც როგორც ადამიანებმა გამოიჩინეთ გულისხმიერება და როგორც საკუთარ შვილზე მოიქცეოდით ისე იმოქმედეთ გელოდებით,თქვენზე ბევრად მეტად მინდა რომ ეს ყველაფერი დასრულდეს ხო და დაასრულეთ ეს არის გამოსავალი ეხლა ჩემთან კი არა კლინიკებთან კომუნიკაცია როგორც გაქვთ ხოლმე და თუ არ შემხვდებით მალევე მიპასუხეთ წერილზე იღებთ საქართველოს ექიმების დასკვნას და იღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ გადაწყვეტილებაზე, რადგან მე გეუბნებით რომ მე არ ვენდობი! ეხლა თქვენი ჯერია წერილობით მომწეროთ რომ თქვენ ენდობით ყველა იმ ექიმის დასკვნას რასაც დავურთავ ამ წერილს და კვლევას ან არ ენდობით და ისევ გაუშვებთ ბავშვს იქ სადაც უშველიან და ეტყვიან ეს რა დიაგნოზია,წერილი სასწრაფოა რადგან ბავშვის მდგომარეობაა ასეთი ათი დღე პასუხს ბავშვი ვერ დაელოდება მე აქ არაფერ შუაში ვარ.ამ ქვეყანაში რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ჯანმრთელობის პრობლემების დიაგნოზი დაუდგენელია ესეც ჩვენი ბრალია ?პ.ს. გამოკვლევებს ყველაფერს ვუტარებთ საქართველოში არავის ეგონოს რომ არ ვუტარებთ საქართველოში!(რადგან ბევრი მწერთ აქ დავწერ ეს იმ წინა ოპერაციასთან და დიაგნოზთან კავშირში არაა)ეს კიდევ ახალი დიაგნოზია
კომენტარები