პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური, რუსკა მჭედლიძის პოსტს პასუხობს და წერს:
“კიდევ ერთხელ ვინმე რუსკას (მჭედლიძე) მოუბოდია “ერთად სახლის” პროექტზე მისი “ჩართულობის” შესახებ. ვინმემ გადაეცით ამ ქაჯს, რომ ჯერ კიდევ ვართ ცოცხლები ის ადამიანები, ვინც პროექტი დავიწყეთ და ასობით ემიგრანტის მობილიზება შევძელით.
ეს აფერისტი, ცრუპენტელა, ვირეშმაკა ქალი უშუალოდ მიშას პროექტს ბინძურად შეეხო – თითქოს ემიგრანტების ძარცვა იყო მიზანი.
პროექტთან მისი შემხებლობა იყო შემდეგი – გიორგი სიგუას თავისივე ინიციატივით, ერთ ქალბატონთან ერთად გაყვა რომში. იქ არა სიგუა, არამედ – რუსკა ქაჯი დაუკავშირდა ჩვენს ემიგრანტ მეგობარს და ფინანსური დახმარება სთხოვა, თითქოს ქუჩაში იყვნენ დარჩენილები. იმ გოგომ პირადად ჩემთან გადაამოწმა რეალურად სჭირდებოდათ თუ არა თანხა რუსკას და მის თანმხლებ პირებს. რა თქმა უნდა, სიგუას საჭირო ფინანსები თან ჰქონდა, ეს ორი ქალი კი უბრალოდ პროექტის სახელის გამოყენებას ცდილობდა. მეორე დღესვე გამოაძევეს ორივე თბილისში.
ამის შემდეგ, საქართველოს “ერთად სახლის” პრეზენტაციაზე გამომეცხადა და მიყვებოდა, რომ ის მე იყო, ცხადია იქიდან მედიას გავაძევე.
ახლა, რატომ იტყუება? ასე დაავალეს. ჯერ გოროზიას გასაშავებლად აუშვეს და გამოაგდეს ღია სივრცეში, რასაც მელიას ღვარძლი მოჰყვა. მერე იყო ცუდად დაგეგმილი სპექტაკლი – თითქოს მიშა ახალ მენეჯმენტს იზოლაციაში ჰყავს, ამასაც მელიას ბოღმა მოჰყვა, თანაც “შემთხვევით” რუსკას სიუჟეტშივე დაანონსებული… ახლა კი, დათო კირკიტაძის გაშავება დაავალეს და თავისი უჭკუო ჭკუით მარცვალი ჩააგდო.
რეალურად ამ ქალს ემიგრანტებთან კავშირი არ აქვს და არც ჰქონია, თუ არ ჩავთვლით იმ ემიგრანტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რუსკას ფული სხვისთვის გამოუგზავნეს და ადრესატამდე არ მისულა.
იცოდეს თავისი ადგილი ამ ქაჯს გადაეცით და მის პატრონს თანაგრძნობა გამოუცხადეთ – აი ამის სპიკერობის იმედად რომაა დარჩენილი …”
კომენტარები