თეატრისა და კინოს რეჟისორი ქეთი დოლიძე, რომელიც ხელისუფლებისადმი მხარდაჭერილი განცხადებებით გამოირჩევა, ამბობს, რომ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენები დაუშვებელია. მისი თქმით, არაპროფესიონალი კადრების დანიშვნა არ შეიძლება.
“არაპროფესიონალები არ შეიძლება და მორჩა. არ შეიძლება ყველგან იყოს იურისტები, გამორიცხულია ეს ამბავი. იურისტი უწყებაში უნდა იყოს ერთი და ხომ არ შეიძლება მთელი საქართველო იურისტებით გაივსოს. რაც ხდება კინოცენტრში, ეგ არის დაუშვებელი. მე მგონია, რომ ეს არ არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს”, – თქვა დოლიძემ ფორმულასთან სატელეფონო საუბრის დროს.
კომენტარები