ჟურნალისტი, ზურაბ ბაუჟაძე:
“მიკროფონის წართმევა იმ ფორმით, როგორც წულუკიანმა იკადრა და აკადრა საკუთარ თავს, არის ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, აბუჩად აგდების მცდელობა და ძალადობის წახალისება.
ეს არ არის ხუმრობა. ასეთ შემთხვევებს მუდამ ცუდი შედეგი მოჰყვება. ასეთი შემთხვევები დიაგნოზიცაა ხშირად.
ასეთი ჩინოვნიკები არ შეიძლება განაგებდნენ ადამიანების ბედს და იღებდნენ გადაწყვეტილებებს.
ნორმალური საზოგადოება არ ტოვებს ასეთ საქციელს უპასუხოდ. ვნახოთ ჩვენ როგორც საზოგადოება როგორ ვუპასუხებთ მსგავს არაჯანსაღ ქცევას.”
კომენტარები