დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა:
„არ ვისურვებდი, რომ ქართული პირბადე ერქვას, რადგან ეს გარკვეულად აკნინებს ქართული პროდუქციის იმიჯს. ალბათ, უფრო სწორი იქნება, რომ თურნავას პირბადე დაერქვას, მით უფრო რომ ამაყობს ქალბატონი მინისტრი ამ პირბადით, რომელსაც სამწუხაროდ, გვირისტიც კი არ აქვს ისე გაკეთებული, რომ დოლბანდის ძაფების არ იყოს გამოძენძილი იქიდან. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ესეც, მიუხედავად იმისა, რომ სათაური აქვს ენერგოეფექტურობის შესახებ, ეფექტური კანონი ვერ იქნება და ამდენად, მე თავს შევიკავებ „თურნავას პირბადის“ გაკეთებსიგანაც და ამ კანონპროექტზე თანხმობის მიცემისგანაც“
ცნობისთვის, კანონპროექტის თანახმად, 2024 წლიდან ახალ შენობებს, ასევე იმ შენობებს, რომელთაც მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია უტარდებათ, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ.
კომენტარები