საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი:
“აღარ განვმეორდები, თუ რა მოხდა ამ ბოლო წელს, სად არის პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ ერთ წელიწადში ტრიოს წამყვანი ქვეყნიდან, როგორ გადმოვინაცვლეთ ბოლო რიგში და ვერ მივიღეთ პირდაპირი კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია – ჯერ ვარ რეკომენდაციის პირობებში და 2 დღეში მიიღებენ გადაწყვეტილებას.
მნიშვნელოვანი ისაა, რა ხდება ახლა – რას ვაკეთებთ ამ ბოლო დღეებში, რომ მივიღოთ წარმატებული შედეგები.
მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს – გამოვიდა საზოგადოება, დიდი რისხვით და მკაფიო გზავნილით ბრიუსელისადმი. ყველა წლოვანების და ყველა პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანები ერთად დგანან და ამბობენ, ჩვენ ვართ ევროპელები. გადავეჩვიეთ და რასაც გვთხოვს ევროპა – იყო ერთიანობა და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.
სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე – მე ვარ სრულიად შეშფოთებული, რა მოვისმინე დღეს პარლამენტში. რაც დავინახეთ პარლამენტში იმის საწინააღმდეგოა, რაც აჩვენა საზოგადოებამ – თავშეკავება, ზრდილობა, პატივისცემა – პარლამენტმა საპირისპირო – დაპირისპირება, ლანძღვა, არ მოსმენა, ყველაფერი რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა უარყოფითი, ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც, არ ვიცი, თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, ბრიუსელისკენ რომელიც გააგზავნიდა ნეგატიურ გზავნილს, ნეგატიურ სურათს… ჩვენ, თურმე ყველაზე კარგად ვართ, არაფერი გვიჭირს, ვერ გავიგეთ, თურმე, რატომ არიან თქვენი უკრაინა და მოლდოვა ჩვენზე წინ, ერთადერთი იმიტომ, ალბათ, რომ ჩვენ ომი არ გვინდა და თქვენ ომი გინდოდათ, ანუ, აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თავისი შინაარსით.,
როცა ელოდები პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მოგეთხოვება ორი რამე – ერთი რომ შენი ხალხის ხმა გაიგო, მეორე – რომ შენ გაიგო, შენგან რას ელოდება პარტნიორების თავშეყრა, რომელიც ზეგ მიიღებს გადაწყვეტილებას – ისინი ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს – გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება – კი, წავიკითხეთ რეკომენდაციები, გავაანალიზებთ, არ ნიშნავს რომ ყველას მივიღებთ, მაგრამ მზად ვართ, ყველამ ერთად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ თქვენი გზავნილები. თქვენ თუ გადადგამთ ნაბიჯს და პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენც მიიღებთ კანდიდატის სტატუსს – ამ დროს ჩვენ გვესმის… მთელი მოსახლეობა, ვინც მოუსმინა, გაოგნებულია და მეც გაოგნებული ვარ და მინდა ბრიუსელში გავაგზავნო სხვა გზავნილი: – ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ნებსით ხდება, უნებლიედ, საგანგებოდაა გაკეთებული – არ ვიცი, პასუხი აღარა მაქვს.
დღეს ვეტო გამოვიყენე, არ ვიყენებდი ვეტოს, როცა იცი, რომ დაძლეული იქნება… ინსტიტუტისთვის არ ვარგა ვეტოს გამოყენება და მერე დაძლევა, ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენას, ადამიანის უფლებების შეზღუდვას – ვიყენებ იმიტომ, რომ ეს იყოს ნიშანი, რომ არ ვეთანხმები. მე ვიცი, რომ იქნება დაძლეული. ყოველ კანონს, რომელიც იქნება მიმართული ამ 6 თვეში არასწორი მიმართულებით, დავადებ ვეტოს. არ შეიძლება ამ დღეებში მოხდეს ასეთი კანონის მიღება, რომელიც ავიწროებს ადამიანის უფლებებს, მაშინ, როცა გვთხოვენ რომ ვიყოთ უფრო დემოკრატიულები, უფრო ევროპულები.”
კომენტარები