პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,მთავრობამ რამდენიმე წუთის წინ, ლონდონის ბირჟაზე განათავსა ევროობლიგაციები 500 მილიონი დოლარის ოდენობით, ანუ აიღო ახალი ვალი ძველი ვალის გადასაფარავად. ვადიანობა 5 წელიწადი, წლიური პროცენტი 2,75. ეს არ არის ცუდი შედეგი, მაგრამ მაქვს რამდენიმე შენიშვნა.
ვინც ამ დღეებში ეცნობოდა ამ საკითხზე ჩემს სტატიებს და სატელევიზიო გამოსვლებს, შეამჩნევდა, რომ ასპროცენტიანი სიზუსტით ვივარაუდე საპროცენტო განაკვეთის ოდენობა. მაგრამ:
-ეს კარგი პროცენტი იქნებოდა, რომ ყოფილიყო ათწლიანი და არა ხუთწლიანი განთავსება. რაც უფრო მოკლე ვადითაა ბონდები განთავსებული, ჩვენი, არასაინვესტიციო საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნისათვის, პროცენტი უფრო დაბალია. 5 წლიან განთავსებაზე, დღეს მსოფლიოში არსებული საბაზრო კონიუნქტურიდან გამომდინარე, პროცენტი ცოტა უკეთესი შეიძლება ყოფილიყო.
-შეცდომაა, რომ არ მოხდა ევროობლიგაციების 10 წლით განთავსება (მსგავსად სომხეთისა). ხუთი წლის შემდეგ აუცილებლად მოგვიწევს ახალი სესხის აღება ამ სესხის გასასტუმრებლად და მაშინ ასეთი ხელსაყრელი პირობები არ იქნება. მსოფლიოში იაფი ფულის ბუმია ბევრი მიზეზის, მათ შორის პანდემიის კრიზის გამო. მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიერ ეკონომიკის სტიმულირებისათვის ხდება დიდძალი რესურსების გამოყოფა, რაც წარმოქმნის ძალიან დაბალ საპროცენტო განაკვეთს საფინანსო ბაზარზე.
ახლა მთავარია ეს ფული არ გაიფლანგოს ბიუჯეტიდან უაზროდ. ეროვნულმა ბანკმა კი უნდა მოთოკოს თავისი ხელგაშლილი საკრდიტო პოლიტიკა, რაც ლარის გაუფასურებისა და რეზერვების (ანუ ევრობონდებით ნასესხები დოლარების) ამოწურვის მიზეზი შეიძლება გახდეს.”
კომენტარები