თქვენ იცით, რა რთულ ვითარებაში იმყოფებოდა ბელორუსი, მაშინ, როდესაც რუსეთისგან ჰქონდა ინტენსიური ზეწოლა ოკუპირებული ტერიტორიების ცნობის საკითხთან დაკავშირებით. ეს თემა ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობისაა – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, საქართველო ბელორუსთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატშიც თანამშრომლობს და ჩვენი ქვეყნის სურვილია, რომ ევროკავშირის სტანდარტი დემოკრატიული არჩევნებთან და არჩევნების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით გათვალისწინებული იყოს.
„ჩვენს ინტერსებში შედის, რომ ბელორუსმა თავისი პოზიცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არ შეცვალოს. ამ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა კონსულტაციები და შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. ჩვენი ელჩი, უახლოს პერიოდში, ისევ მოგვაწვდის დამატებით ინფორმაციას და გვქნება უფრო მკაფიო სურათი. ასევე, გვექნება გაცილებით ინტენსიური და ჩაღრმავებული კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი რუსული საიტის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავი მინსკში ჩაფრინდა, საფუძველი დაუდო ხელისუფლების ოპონენტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც საიდუმლო რეისი შესრულდა.
„ეს არაკომპეტენტურობასთან ერთად, რასაკვირველია, მავნებლობაც არის, ვინაიდან, ერთი მხრივ, არასწორი ინფორმაციაა და მეორე მხრივ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განმეორებადი ფაქტია. საქართველოს ელჩის ბელორუსში ჩასვლის ამოცანა მიმდინარე მოვლენებზე ადგილიდან სრული ინფორმაციის მოწოდებაა”
კომენტარები