,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი:
დავით სააკაშვილის მონაწილეობა ამ პროცესში მიანიშნებს იმაზე, რომ მას პირადად აქვს ცვლილებების მოლოდინი და პარტიაში ცვლილებების აუცილებლობის განცდა., თუმცა, ეს ფაქტი სულაც არ ტოვებს განცდას, რომ მიხეილ სააკაშვილი უჭერს მხარს გიორგი მუმლაძეს.
ამაზე უკვე გაკეთდა მკაფიო განცხადება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის, სტატუსის გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილის პარტიულ მხარდაჭერაზე საუბარი არ არის, ამიტომ ყოველგვარი ინსინუაცია ამ თემაზე უნდა გამოირიცხოს.
ენმ-ს თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ, მიხეილ სააკაშვილის ძმას მისი გამარჯვების შემთხვევაში პარტიის გენერალური მდივნის პოსტი შესთავაზა.
კომენტარები