“შეგატყობინებთ” – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გეგმავს ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებას.
მისი თქმით, პირველი დოზით აცრისას მედია მხოლოდ იმიტომ დაპატიჟა, რომ მისი ცხოველური ინტერესი დაეკმაყოფილებინა, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა.
“საერთოდ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია, არის ადამიანის ინდივიდუალური საკითხი და ამის გასაჯაროვება არ შეიძლება. პირველ დოზაზე იმდენად ცხოველური ინტერესი გაგაჩნდათ, რომ ეს გავაკეთე, თუმცა ეს არღვევს აბსოლუტურად ადამიანის უფლებებს…
შეგატყობინებთ და თქვენ მოგიწვევთ აუცილებლად მეორედ აცრაზე. არ ვფიქრობ, რომ დავაგვიანე”. – ამბობს ტიკარაძე.
ჯანდაცვის მინისტრმა ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზა 23 მარტს გაიკეთა. ის ორი თვის შემდეგ, კორონავირუსით დაინფიცირდა. პირველი ვაქცინაციიდან 7 თვის გასვლის მიუხედავად, მინისტრს ვაქცინის მეორე დოზა ამ დრომდე არ გაუკეთებია, თუმცა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ვაქცინას გაიკეთებს.
რატომ აქვეყნებდნენ ექიმები, მინისტრები აცრის პროცედურების ფოტოებს, თუ ეს ადამიანთა უფლებებს არღვევს – ამაზე კომენტარი მინისტრს არ გაუკეთებია.
როგორც ჩანს, მინისტრი ისევ ვერ აღიქვამს სიტუაციის სიმძაფრეს სრულად, მაშინ, როცა ექიმების თქმით, ვაქცინაციის კამპანია, თითქმის ჩავარდა!
კომენტარები