პოლიტიკოსი, “ლელოს” ერთ–ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე:
“ეს პროცესი მიჰყავთ ახალგაზრდებს, ჩვენი შვილების თაობას, რომელიც არ შეეგუება იმ ტყუილს და სიბინძურეს, რომელსაც ქართული ოცნება ავრცელებს და არ შეეგუება, რომ ქვეყანამ დაკარგოს ევროპული ოჯახის შანსი. ახალგაზრდების სურვილი იყო, რომ ისინი დარჩნენ ამაღამ აქ, მშვიდობიანად, ყოველგვარი ძალადობრივი ნაბიჯების გარეშე, მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი და ჩვენ ვალდებული ვართ მათ მხარი დავუჭიროთ.
ეს არის უპრეცედენტო რაოდენობა ახალგაზრდების, რომელიც გამოიყვანა ქუჩაში უსაქციელო და უმსგავსო გადაწყვეტილებამ, რომელიც მიიღო ოცნებამ და ძალადობამ კონსტიტუციაზე. ხელისუფლებას ევალება, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს ევროინგტეგრაცია და ამ დროს გვეუბნებიან, არ მიიღოთ ეს კანონი, მოხსენით დღის წესრიგიდან, ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს და მიუხედავად ამისა, პირველი მოსმენით მიიღეს.
იყო თვალში ნაცრის შეყრის მცდელობა, იცით, პირველი მოსმენით მივიღეთ, მაგრამ დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნასო, ეს არის თვალთმაქცობა, რადგან თავად იგივე ლიდერის სიტყვებია, რომ ყველანაირად ეცდებიან მიიღონ ეს კანონი. უნდათ მუხტი დააგდონ, თორემ, რატომ აქამდე არ გადააგზავნეს ვენეციის კომისიაში? აშშ–ის საელჩომ თქვა, რომ ეს იყო შავი დღე საქართველოს დემოკრატიისთვის, ასეთი განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.
კომენტარები