“ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ იცავდეს მოქალაქეებისა და მედიის უფლებებს, პრინციპულად არასწორი კანონის მიღებითაა დაკავებული”.- ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც პარტნიორი ქვეყნის სიმბოლიკის დაზიანებისთვის პირი 1 000 ლარით დაჯარიმდება.
აღნიშნული კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო.
ივანიშვილის რეჟიმი, იმის მაგივრად, რომ ძალადობისთვის, უდავო ამბისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმისთვისა და ადამიანების დარბევისთვის სჯიდეს ადამიანებს, გადადის სიტყვის თავისუფლების მოწინააღმდეგეების მოედანზე და თუნდაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი შეხედულებებისთვის, შინაარსისთვის სჯის ადამიანებს. ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონი, ეს არის უბრალოდ პიარი, რომ ვითომ რაღაც გააკეთეს, ამ დროს არასწორ რამეს აკეთებენ პრინციპულად, იმის ნაცვლად რომ იცავდნენ ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებასა და მედიის უფლებებს”. – ამბობს ბოკერია.
კომენტარები