სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი, ვარაუდობს, რომ ხელისუფლებამ მათი გასახლება განიზრახა. ის ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს – 17 საათზე მოდიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, რათა სახლი შეაფასონ და სურათები გადაუღონ.
“ბოლშევიკების ანუ ,,რუსული ოცნების” მორიგი შეტევა, რომლის შესახებაც ამჯერად წინასწარ შეგვატყობინეს.
დღეს, 6 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, მოდიან სუსის გამომძიებლები და ექსპერტი, რომ შემოვიდნენ ჩვენს სახლებში და ასევე იმ პირების სახლებშიც, ვისი ქონებაც დააყადაღეს და უნდათ ამჟამად არსებული სახლების შეფასება და ფოტოების გადაღება.
ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ჩვენი სახლებიდან გასახლების ერთ-ერთი შემადგენელი პროცესი.
სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობთ, როდესაც შევიძინეთ, იყო თეთრი კარკასი და ახლა ბუნებრივია სხვა ღირებულების იქნება.
სახლში ვართ ბავშვებთან ერთად და ჩვენ გამოვიყენებთ კანონით მინიჭებულ უფლებას, ველოდებით ბოლშევიკების მორიგ სპექტაკლს” – წერს ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები