NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ “მთავარი არხის” კითხვის საპასუხოდ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 5 ივლისსა და მომხდარ ტრაგედიაზე, თქვა:
“იცით, მე არ ვცემ პოლიტიკურ კითხვებს პასუხს, მაგრამ გიპასუხებთ. როგორც მოქალაქე გიპასუხებთ, რომ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ყველასი დაწყებული მთავრობით, დამთავრებული საზოგადოებით, ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა, ეს, რომ საზოგადოება უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული, მეტად ურთიერთგამგები”
შეგახსენებთ, დღეს ამირან გამყრელიძემ, ლექსოს ოჯახზეც ისაუბრა:
“ვიზიარებ ჟურნალისტთა თემის მწუხარებას და სამძიმარს გამოვთქვამ ლექსოს გარდაცვალების გამო. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ლექსოსთან ის ხშირად იყო ჩვენთან ჩაწერებზე. კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან. ჩვენ ერთი თაობის ექიმები ვართ, მე მისი დედა და დეიდა ერთად ვსწავლობდით და ლექსოს ბაბუა ჩვენი მასწავლებელი იყო. ის იყო გამორჩეული ქირურგი. ჩვენი თაობის დროს მესამე კურსზე, მესამე კათედრაზე და ბევრი რამ გვაქვს ნასწავლი. ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ყველა ჩვენგანისთვის”
კომენტარები