მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თიბისი ბანკის დამფუძნებლებს მძარცველები უწოდა და ისინი ანაკლიის პროექტის მიზანმიმართულად ჩაგდებაში დაადანაშაულა.
პრემიერი:
“2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შერჩეული იქნა ინვესტორი, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება ანუ ეს პორტი არ ააშენა. ამ ვალდებულების მიხედვით უნდა მიგვეღო პირველი გემები 2020 წელს, თუ არ ვცდები. რამდენჯერმე გადაუწია მთავრობამ ვალდებულება. ამის მიუხედავად, მაინც ინვესტორმა ვერ შეძლო ინვესტორების მოზიდვა. თავად ბატონ ხაზარაძეს და მის პარტნიორ ჯაფარიძეს 3 მლნ დოლარი აქვს დახარჯული ჩემი ინფორმაციით, დანარჩენი თანხები მოზიდული აქვთ ინვესტორებისგან. სანაცვლოდ მთავრობისგან ითხოვდა ტვირთების გარანტიას, რკინიგზის მიყვანას, ასეულობით მლნ უნდა დაეხარჯა მთავრობას და სანაცვლოდ არაფერი უნდა მიეღო. მას შემდეგ, რაც 4-5 წლის მერე ჩააგდო ეს პროექტი და ვერ განახორციელა, გადაწყვიტეს ამ ადამიანებმა, რომ გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა და რატომ? უჩივლეს ქვეყანას, არბიტრაჟში წაიღეს საქმე და დღეს ედავებიან 1 მლრდ 5 მლნ დოლარს.
ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა.”
კომენტარები