მეორე დღეა საარჩევნო რეფორმაზე მიმდინარეობს მსჯელობა კაჭრეთში, სადაც საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი პარლამენტში შემუშავებულ ცვლილებებს განიხილავს.
სხდომას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრები ესწრებიან, მათ შორის არიან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერები.
პარლამენტის წევრი, პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მთავარი ისეთი სანდო საარჩევნო გარემოს შექმნაა, რომ არჩევნებზე მისულმა მოქალაქემ მისი ხმის დაცულობა იგრძნოს.
“გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია, თვლის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს არ უნდა აეკრძალოს ქართულ პოლიტიკაში ჩართულობა. “მეტი კონკურენცია ნიშნავს, უკეთესს ხარისხს.” – თქვა მან.
“მოქალაქეების” გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი:
“ის რომ ნებისმიერ ადამიანს სხვა ქვეყნიდან არ უნდა შეეძლოთ არჩევნებზე გავლენის მოხდენა ზოგად კონტექსტს ვეთანხმები, თუმცა ყველას გვესმის, რომ ამ სიტუაციაში ეს არის სააკაშვილთან დაკავშირებული. ამ კონტექსტში ამ ცვლილებების შეტანა უფრო დაგვაცილებს”
პარლამენტის წევრი ოპოზიციიდან, ხათუნა სამნიძე აღნიშნავს, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს.
“ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის გამოსავალი, ხოლო ხელისუფლება ამაში ხედავს საფრთხეს, რადგან ისინი არ ენდობიან ოპოზიციას,” – აღნიშნა სამნიძემ.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია კვალიფიციური კადრებით უნდა იყოს დაკომპლექტებული.
“პრინციპი არის მთავარი, უნდა იყოს სამართლიანი და რაციონალური დაკომპლექტდება. პარტიებს უნდა ჰქონდეთ მეტი წარმომადგენლობის შესაძლებლობა, რათა შემდგომში არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები. ვთანხმდებით, რომ მაღალი კვალიფიკაციის პირები უნდა იყვნენ საარჩევნო ადმინისტრაციებში წარმოდგენილები,”- აღნიშნა ოხანაშვილმა.
კომენტარები