შთამომავალი მომიკლეს სუბელიანების და კალანდიების ოჯახმა, გუშინ კიდევ მიგინეს და როგორ გაგცეთ საერთოდ კითხვებზე პასუხი, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომის შემდეგ ისაუბრა
„რაზე მელაპარაკებით, მთელი საქართველოს კანონმა მითხრა 15 წელზე მეტს ვერ მივცემ შენი შვილის მკვლელებსო, ფეხებზე მკიდიაო, რა კითხვას მისვამთ, ხალხი არ ხართ? ამ ჩემს ფეხებს თუ გამოუშვებენ, 15 წელში ხომ გამოუშვებენ – რა მნიშვნელობა აქვს, შთამომავალი, რომელიც მომიკლეს სუბელიანის და კალანდიების ოჯახმა და გუშინ კიდევ მიგინეს, ამ კითხვაზე როგორ გაგცეთ პასუხი, რა პასუხი გინდათ? რა კითხვას მისვამთ საერთოდ, ნამუსი არ გაგაჩნიათ?”
კომენტარები