“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა 30 დღიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს, სადაც მკაფიოდ არის განსაზღვრული თუ რის გაკეთებას აპირებს გამარჯვებისთანავე პოლიტიკური მოძრაობა. ვაშაძის შეფასებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი გეგმა, რომელიც საქართველის თითოეულ მოქალაქეს მისცემს რეალურ შანსს არჩევანი გააკეთოს “ფულის მკეთებელთა” და საქმის მკეთებელ გუნდს შორის.
” დღეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი გეგმა წარმოვადგინეთ. საქართველის თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი გააკეთოს “ფულის მკეთებელთა” გუნდი აგრძელებს ქვეყნის მართვას თუ საქმის მკეთებლები მოვდივართ ხელისუფლებაში. დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ პირველი 30 დღის გეგმა თუ რას ვაპირებთ გამარჯვებისთანავე.
1. მაღალპროცენტიან სესხთან დაკავშირებით გადავდგამთ მყისიერ ნაბიჯებს, კერძოდ, როგორიცაა საპენსიო სესხების პროცენტის ჩამოწერა, ყველა მცირე და საშუალო ბიზნესის, ვინც სამსახური დატოვა მათთვის სესხის პროცენტის სუფსიდირება გამოყოფილი 5 მლრდ- დან 500 მილიონით;
2. მყისიერად წამლების 30%_ით გაიაფების პროცესის დაწყება
3. მინიმუმ 20 000 -30 000 ტესტი ყოველდღიურად იმისთვის, რომ სწრაფი ლოკალიზება მოვახდინოთ კორონავირუსის, გავხსნათ ეკონომიკა და მუშაობა დავიწყოთ. კორონა ვირუსთან დაკავშირებით ჩვენს გუნდს აქვს ყველაზე დეტალურად გაწერილი გეგმა, ჩვენ ზუსტად ვიცით რა არის გასაკეთებელი.მზად ვართ მოვიდეთ და მუშაობა დავიწყოთ აღმშენებლობის თვის, ” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ
კომენტარები