ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, აფხაზეთის ე.წ “საგარეო პოლიტიკის” მთავარი პრიორიტეტი შუა აზიაა.
“ჩვენ ვმონაწილეობთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ეს ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც აფხაზეთს ჰყავს წარმომადგენლობა. ჩვენ რუსეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად ვმოქმედებთ როგორც ერთი გუნდი. სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საერთაშორისო გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ სტაგნაციას განვიცდით ჟენევის დისკუსიების პლატფორმაზე, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ ჩვენს მთავარი მიზანს ამ პლატფორმაზე – ეს არის საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ურთიერთსავალდებულო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, ეს არის გზა საქართველოსთვის რომ აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი.
ყველაფრის მიუხედავად, დასავლეთი ჩვენ მაინც სეპარატისტულად მიგვიჩნევს.”
კომენტარები