ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა და ფონდმა „ქართუმ“ თბილისს აჩუქა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც სრულად დააფინანსდება უნიკალური პარკის გაშენება. ეს დამატებით რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება.დედაქალაქში გვექნება უდიდესი მასშტაბის, კეთილმოწყობილი, თანამედროვე, რეკრეაციული ზონა
უნდა აღინიშნოს, რომ პარკის დაპროექტების გამოცდილი ჰოლანდიელი სპეციალისტები ახორციელებენ და დაგეგმარების პროცესში პროფესიონალი ლანდშაფტის დიზაინერები და ფლორისტები მონაწილეობენ. ადგილმდებარეობით, იპოდრომის ტერიტორია თბილისის ფილტვებია. ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედი. შეგახსენებთ, რომ მას 3 მილიარდ დოლარზე ბევრად მეტი აქვს დახარჯული ქველმოქმედებისთვის თითქმის ყველა სფეროში. მაგრამ იპოდრომი, ანუ თბილისის ცენტრალური პარკი, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი იქნება, რომელიც თბილისის და ბათუმის ბოტანიკური ბაღების, “ციცინათელას”, მუსიკოსების, მინიატურების პარკების, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის, თბილისის ქედის გამწვანებისა და ველო-ბილიკების პროექტების კვალდაკვალ, გარემოს დაცვის, ეკოლოგიის, მწვანე პოლიტიკის დარგში ბიძინა ივანიშვილის მიერ უპრეცედენტო და მრავალწლიანი წვლილის გაგრძელებაა.
იპოდრომის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2009 წელს კერძო პირებისგან იყიდა 52 მილიონ დოლარად. მან სახელმწიფოს მიერ გასხვისებული ტერიტორია გამოისყიდა, გადაარჩინა და დღეს კი ჩუქნის დედაქალაქს.
ამ მორიგ უპრეცედენტო საჩუქარს 3 მნიშვნელოვანი განზომილება აქვს:
I. ეს არის მატერიალური – 50 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების უნიკალური ტერიტორია, რომელსაც რამდენიმე ათეული მილიონი კიდევ უნდა დაახარჯოს უნიკალური პარკის მოსაწყობად.
II. ეკოლოგიური – ივანიშვილის ქველმოქმედებაში უდიდესი ადგილი უჭირავს მწვანე პროექტებს. თბილისის ცენტრალურ პარკი დედაქალაქისთვის შეუფასებელია გარემოს დაცვის და ეკოლოგიის თვალსაზრისით.
III. ეს არის ივანიშვილების უცვლელი ხელწერა – პირადით საზოგადოს მსახურება. უკვე მერამდენედ – გამოისყიდა, გადაარჩინა, ჩუქნის საქართველოს”
კომენტარები