ეს არის ივანიშვილის დაკვეთით გაკეთებული აქცია, ლევან ხაბეიშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს, – ამის შესახებ ანზორ მელიამ განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე.
მისი თქმით, ერთი და იგივე თემაზე 2 აქცია არ იყო საჭირო.
“მე ვარ იმ აქციაზე, რომელიც თვითონ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა რომ ყოფილიყო. 31-ში უკვე თქვეს, რომ აქცია უნდა იყოს შუშის ხიდთან და მივდივარ იქ. არ იყო საჭირო 2 აქციის გამართვა და ვაი მაგ პოლიტიკოსებს, ვინც ამ აქციას ატარებს. კახეთში ხომ გაუუქმეს, გორშიც გაუუქმეს, რუსთავშიც ასევე. მე არ ვარ “ნაციონალი”. კი, შვილი მყავს “ნაციონალი”, მაგრამ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გადარჩეს. ეს არის ივანიშვილის დაკვეთით გაკეთებული აქცია, ლევან ხაბეიშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს,”- აცხადებს კარდიოლოგიური კლინიკის ”გული” ხელმძღვანელი, ანზორ მელია.
„იმედინიუსი“
კომენტარები