მძიმე ლაქა ქვეყნის ისტორიაში – ასე აფასებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღევანდელ დღეს, როცა მე-10 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა.
“დღის სტუმრის” ეთერში გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი დღე იყო შეურაცხყოფა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ და დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძოდა:
ვინც დავიბადეთ საბჭოთა კავშირში და ოცნება იყო დამოუკიდებლობა, ძალიან მძიმე დღეა დღეს. ჩვენი წარუმატებლობა და მარცხია, რომ 30 წლისთავზე საქართველო დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რომელიც ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, რომ რომელიმე ქართველი იტყოდა, რომ მე ერთპიროვნული მმართველი ვარ – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის თქმით, მოცემული პოლიტიკური ვითარებიდან ერთდერთი გამოსავალი კონსტიტუციური გზით, არის ხელახალი არჩევნები და გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში აუცილებლად იქნება.
კომენტარები