ჟურნალისტი ვიკა ბუკია:
„ელენეს ნუ ეუბნებით შეწყვიტოს შიმშილობაო. არაეთიკურიაო, მაინც არ შეწყვეტსო, უფრო ასუსტებო და აშ. მე არ მაქვს გამოცდილება ასეთ დროს რა ვუთხრა ადამიანს. ისედაც მიჭირს ხოლმე ცხოვრებისეული ტრავმებისა თუ სიხარულის დროს სწორი სიტყვების შერჩევა. მაგრამ არ შემიძლია ელენეს შიმშილობის ყურება. უბრალოდ, შეუძლებელია უკვე ეს. ეს არის მძიმე და სასტიკი ბრძოლა, რომელიც უთანასწოროა განსაკუთრებით ქალისთვის, დედისთვის. მით, უფრო ამ უსულგულო ადამიანების ხელში. შეუძლებელია მისმა ორგანიზმა გაუძლოს იმას, რასაც თუნდაც კაცები გაუძლებენ.
არც ერთი ადამიანის და მით უფრო ელენეს ჯანმრთელობის დაზიანება არ ღირს არაფრად. ელენე უკვე გმირია.“
კომენტარები