ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ფორმულას ეთერში თქვა:
“მე არ მგონია, რომ სრულფასოვნად აღიქვამს პრეზიდენტი მიშელი, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მის გამოსვლაში ზედიპლომატიურ ენაზე, ყველა პრობლემაზე იყო საუბარი, როგორც იმ უმძიმეს ამბებზე, რაც მოხდა ამ ბოლო კვირაში, ვგულისხმობ მედიაზე თავდასხმას, აქტივისტებზე თავდასხმას, უმცირესობის უფლებებს, ისიც თქვა, ნუ მიიჩნევთ ამას მეორეხარისხოვან პრობლემად და რომ სასამართლოს საკითხი საკვანძო იქნება ტექნიკური დახმარებისთვის, რაც პოლიტიკური საკითხია და მართლაც მძიმე ამბავია, რომ საქართველო იხილება.
დაგვაკლდა დრამატულობის აღქმა ვითარების, რამდენად სარისკო ვითარება არის საქართველოში. ნორმალურობის განცდა საერთო ჯამში, ეს არის მოტყუება თავის, ყველა ჩვენი მოკავშირისთვის და მე ვწუხვარ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, თავისი განცხადებებით, ამას ხელს უწყობს ძალით თუ უნებურად.”
კომენტარები