„ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ჩალაძემ „ფორმულას” ეთერში განაცხადა:
“თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა: პრეზიდენტ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში მიიღებენ ქუჩაში ომს. ეს იციან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. არაფერი არ იმალება, ეს არის ღია. პრეზიდენტ სააკაშვილს ჰყავს დიდი მხარდამჭერი არმია, ერთგული მხარდამჭერები. პრეზიდენტ სააკაშვილის რეალური საფრთხე დადგება თუ არა, ქართული ოცნება ქუჩაში მიიღებს იმ პროცეს, რომელსაც ვერაფერი გააჩერებს. ეს იცის ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, არ უნდა მივიდეთ საზოგადოების დაპირისპირებამდე.”
კომენტარები