“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და აქტივისტების მსვლელობას ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი, ცოტნე ივანიშვილიც შეუერთდა. როგორც ცოტნე ივანიშვილი ამბობს, ის ქართველი ახალგაზრდების მოთხოვნას მხარს უჭერს და მათ გვერდით დგას.
“ეს ქართული კანონია და აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი. ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო, რომ ეს არის ქართული კანონი, მე ქართველ ახალგაზრდებს მხარს ვუჭერ და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვდგავარ აქ,” – ამბობს ცოტნე ივანიშვილი “კურიერთან” საუბრისას.
კომენტარები