ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– ბატონი გიორგი, საქართველოს შ.ს. სამინისტრომ, რუსული კომპანიისგან, 4 ერთეული სასაზღრო კატარღა იყიდა 2 მილიონ ლარად და რადგან კომპანია, რომლისგანაც იყიდეს, დასანცირებულია და მას ფული ბანკიდან ვერ გადაურიცხეს, ნაღდი ფული ჩაუტანეს რუსეთში. ნარკოტიკებით და იარაღით მოვაჭრენი დიდი ხანია აღარ იყენებენ ქეშ ფულს ანგარიშსწორებისას და ამას აკეთებს სახელმწიფო და მხოლოდ იმიტომ, რომ ოღონდ რაღაც რუსული იყიდოს.
– ეს უკვე მხოლოდ პოლიტიკური გადაცდომა არ არის, დანაშაულია. ეს არის კოლაბორაცია, რეჟიმი მტერთან, რუსეთის სახელმწიფოსთან იქცევა დანაშაულებრივად. მეორე დანაშაულია ქეშით ფულის ჩატანა რუსეთში, რაც კანონით აკრძალულია. როდესაც სახელმწიფო შესყიდვები ხორციელდება, ანგარისწორება ადგილობრივ თუ უცხოურ კომპანიასთან უნდა მოხდეს საბანკო გადარიცხვებით და შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა დამაგრდეს შესყიდვების შესახებ არსებული სრულ მასალებთან ერთად. ესენი არ თვლიან დანაშაულად, მაგრამ ჩემთვის ცალკე დანაშაულია რუსეთის სანქცირებული კომპანიისგან კატარღების შეძენა. რა დროს ქეშით გადახდაა, ხალხო. აგერ, სამყარო ციფრულ ფულზე გადასვლას აპირებს მალე. მართალი ბრძანდებით, ესენი გასული საუკუნის 80–იან წლებში და ცოტა იქით არიან ჩარჩენილნი, როდესაც კრიმინალური კარტერები ბანკებს ვერ იყენებდნენ და ურთიერთანგარიშწორებას ახდენდნენ ნაღდი ფულით. ეს უკვე მიანიშნებს, რა დონეზე ასრულებს რუსულ დავალებებს კრემლის მიერ დასმული ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. ესენი ყველაფერზე არიან წამსვლელები, ოღონდ რუსეთის დაკვეთები შეასრულონ და აგერ ფაქტი. ის კიდეც ცალკე დანაშაულია, იმ ფასად, რა ფასადაც რუსეთიდან 4 კატარღა იყიდეს, ევროპის ქვეყნებისგან უკეთეს კატარღებს იყიდნენ და შესაძლოა, უფრო იაფადაც ეყიდათ.საქართველოსგან რუსული ადმინისტრაციისგან სხვას არაფერს უნდა ელოდო. ყველაფერს აკეთებენ, რომ რუსეთს მიაბან ქვეყანა ეკონომიკურად. მთელ ქვეყანაში საწვავი არის რუსული, უდიდესი წილი რუსულია, როდესაც ადრე დიფერენცირებული იყო და შემოდიოდა აზერბაიჯანული, ყაზახური და ევროპული საწყვავი, მათ ბაზრის მცირე წილიღა დაუტოვეს. ხორბლის ბაზარზეც ასე იყო, შემოდიოდა კანადური, ყაზახური, უკრინული, ბელარუსული და რუსული ხორბალი, დღეს 95% რუსული ხორბალი შემოდის ქვეყანაში. ელექტროენერგიაც რუსებმა ჩაიგდეს ხელთ, რაც დაიწყო წინა ხელისუფლების დროს, მათ მიჰყიდეს სტრატეგიული ენერგოობიექტების დიდი ნაწილი რუსეთს, ნაწილი ამათ მიჰყიდეს. ფოთის პორტი რეალურად ბიძინა ივანიშვილისა და ვანო ჩხრტიშვილისაა და იქიდან გადის რუსეთში სანქცირებული პროდუქცია, ძირითადად მეორადი დანიშნულების ჩიპები, რომლებიც შემდეგ სამხედრო წარმოებაში გამოიყენება. ბათუმის პორტში შემოდის რუსული სანქცირებული ნავთობი და იქიდან გადის სხვა ქვეყნებში გასაყიდად. ჩვენ გავხდით დიდი ხვრელი რუსეთისთვის სანქციების თავიდან ასარიდებლად.
–ამ ხელისუფლების მართლა უნამუსო წარმომადგენლები, გამოდიან და აცხადებენ, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები ევროპაში ჩადიოდნენ და ცდილობდნენ, ჩვენთვიდ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოენიჭებინათო. არადა, თავად ყველაფერი გააკეთეს, ეს რომ მომხდარიყო. „ქართული ოცნებისთვის“ ცივი წყლის გადასხმა იყო ევროკომისიის დადებითი დასკვნა, რის საფუძველზეც ევროკავშირმა უნდა მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ვერ ჩაშალეს და ახლა იძახიან, ჩვენი დამსახურებაა ამ სტატუსს რომ გვაძლენ და ოპოზიციას და და არასამთავრობოებს უნდათ ამის გადაბრალებაო.
–ეს ხელისუფლება რუსულ „აგენტების კანონს“ რომ გვტენიდა, ზღვა ხალხი რომ გამოვიდა ამ კანონის წინააღმდეგ და უკან წააღებინეს მიღებული კანონი, მაშინ გამოჩნდა ამათი სწრაფვა დასავლეთისკენ, ამათი სურვილი, მიეღო ქვეყანას ევროკანდიდატის სტატუსი. ამ კანონის მიღება, ბევრი სხვა რამ, პირდაპირ მიმართული იყო ევროკანდიდატის სტატუსის ჩასაშლელად. სტატუსს გვაძლევენ და ევროინტეგრაცია დააჩქარა უკრაინის ომმა, პირდაპირ ვთქვათ ეს. შემდეგ, არსებულმა გეო–პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე აუცილებელი გახდა, რომ ეს სტატუსი მოგვცენ და დაჩქარდეს ქვეყნის ევროინტეგრაცია. საქართველოზე გადიის ენერგეტიკული, სავაჭრო ხაზები და სამომავლოდ იგეგმება უფრო მასშტაბური პროექტები ევროპასა და აზიას შორის, რომლის ნაწილიც ჩვენ უნდა გავხდეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შანსი და ამ შანსის წართმევა უნდოდა ქვეყნისთვის ხელისუფლებას, მაგრამ არ გამოუვიდა. წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ევროკომისიის დადებითი დასკვნა. სრული კრეტინია ვისაც სჯერა, რომ ამ ხელისუფლებამ ერთხელ მაინც გაატოკა ხელი სტატუსის მისაღებად. მისი ჩაშლის მცდელობის მეტი არაფერი გაუკეთებია. ევროპის და არა მარტო ევროპის ინტერესებში შედის, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი. ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე–ეს ამბიციური გეგმა აქვს ევროკავშირს შესასრულებელი 2030 წლამდე და ეს ხმამაღლა განაცხადეს მისმა ლიდერებმა, მაგრამ ხელისუფლებას რაც არ უნდა, არ ეყურება. თუმცა, ევროკანდიდატის სტატუსი არ არის ყველაფერი, ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრები, თორემ ეს სტატუსი თურქეთს 30 წელია აქვს და შეიძლება, კიდევ ერთი ამდენი ხანი ჰქონდეს. ეს ხელისუფლება უნდა მოვიცილოთ, რაც შეიძლება მალე, რომ მიგვიღონ ევროკავშირში. ყველაფერს თავი დავანებოთ, ვიდრე „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს“ არ მიიღებენ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მისი მონები ვერ წავლენ. რომელი გაუბედავს ბიძინას და ეტყვის ოლიგარქი ხარო, კანონს თავი დავანებოთ? ვერავინ. ევროპა ნიშნავს უპირველესად იმას, რომ სისტემური, დემოკრატიული, სოციალური, ეკონომიკური თვალსაზრისით, გახდე მისი ნაწილი. იგივე სისტემა და ფასეულობები უნდა გქონდეს შენს ქვეყანაში. ევროპა, უპირველეს ყოვლისა, დაფუძნებულია სოციალურ და დემოკრატიულ პრინციპებზე, დემოკრატიულ სოციალიზმზე. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადამიანის ბაზისური უფლებები, როგორიც არის ჯანდაცვა, სამუშაო ადგილი, მინიმალური ხელფასი და აუცილებლად საათობრივი ანაზღაურების პრინციპით, განათლება, უმუშავართათვის ღირსეული სოციალური დახმარება, ვიდრე მას საცხოვრებელი ადგილისა და კვალიფიკაციის მიხედვით არ დაასაქმებენ. ასევე, ევროპა ნიშნავს თავისუფალ სასამართლოს, არაპოლიტიზირებულ და დამოუკიდებელ მართლმსაჯულების სხვა სამსახურებს, კანონის უზენაესობას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. დღეს ამ ყველაფრისგან ისევე შორს ვართ, როგორც დედამიწა მარსისგან. თუ ამ მიმართულებით არ წავედით, ამ ქვეყანას განვითარების შანსი არ ექნება. ევროკავშირს თავი დავანებოთ, რაც ჩამოვთვალე, ეს ყველაფერი გასაკეთებელი არ არის? ამის გარეშე დემოკრტიულ და სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს შევქმნით? ვერა, ვერ შევქმნით. სოციალური სამართლიანობის, ეროვნულმა–სახელმწიფოებრივმა პრინციპებმა უნდა გაიმარჯვოს, რომ ხელისუფლებას ჩამოსცილდნენ ის მცირე ჯგუფები, რომელთაც მიტაცებული აქვთ სახელმწიფო, ამას იყენებენ პირადი გამდიდრებისათვის, ხალხის დამონებისათვის და ქვეყანა მიჰყავთ რუსული ჭაობისკენ, სადაც არც დემოკრატიაა, არც სოციალური სამართლიანობა. გაყიდეს ქვეყნის სუვერენიტეტი, მიჰყიდეს რუსეთს. აგერ, გალში კიდევ ერთი ქართთველი,თემურ კარბაია მოკლეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა. მოკლეს ტატუნაშვილი, ოთხოზორია, გინტური და რეაგირება არ ჰქონიათ არც ერთ ფაქტზე. არ დასრულდა ქართველთა გენოციდი აფზახეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სისხლის სამართლის საქმე მაინც აღძარი, ინტერპოლით გამოაცხადე ძებნა, რომ მკლელები სხვა და სხვა ქვეყნებში არ წავიდნენ. მეტიც, იმ მკვლელებს ნორმალური ქვეყნის სპეცსამსახურები მოსძებნიდნენ, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, ჩამოათრევდნენ საქართველოში, ჩასვამდნენ მერე ციხეში და აქ მოახდევინებდნენ სასჯელს. ისრაელის სპეცსამსახურებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჩვენი სპეცსამსახურები რუსეთის დაკომპლექტებულია. რაზე ვლაპარაკობ, როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ უკრაინაში მებრძოლი ქართველების პირადი საქმეები, მათი სრული დოსიე გადასცა რუსეთს. ეს არის სამშობლოს ღალატი, სავსეა ეს ხელისუფლება მოღალატეებით და არავინ არაფერზე პასუხს არ სთხოვს.
კომენტარები